23 December 2024
2021/09/17 - 18:29 View: 13208

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (42)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (42)

ირანში ამ დრომდე იმპორტირებულია 46.6 მილიონი დოზა ვაქცინა

🔹 ირანის საბაჟოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში ირანში იმპორტირებულია 46 მილიონ 676 ათას 806 დოზა ვაქცინა.

🔹 იმპორტირებულ ვაქცინებს შორის ყველაზე დიდი ადგილი უკავია სინოფარმს.

https://www.isna.ir/news/1400061913874

 

პასტოკოვაკის ვაქცინა  ბავშვების ასაცრელად 

ირანის პასტერის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, პასტოკოვაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვაქცინას, რომლითაც შესაძლებელია ბავშვების აცრა.  

http://www.isna.ir/news/1400061712733

 

ევროკავშირი მიესალმებაა ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  შორის მიღწეულ შეთანხმებას

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა მიესალმა ირანისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის მიღწეულ შეთანხმებას და მას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმირების გაგრძელების მიზნით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

www.irna.ir/news/84468991/

 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგმა 10 კგ-ს მიაღწია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ირანი ამჟამად ფლობს დაახლოებით 84,3 კილოგრამ ურანს  რომელიც 20 პროცენტით არის გამდიდრებული და ასევე 10 კილოგრამ  ურანს, რომელიც 60 პროცენტით არის გამდიდრებული. სააგენტოს წინა ანგარიშის თანახმად, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ირანს ჰქონდა დაახლოებით 62.8 კილოგრამი 20 პროცენტით გამდიდრებული ურანი და 2.4 კილოგრამი 60 პროცენტით გამდიდრებული ურანი.

https://www.isna.ir/news/1400061612340

 

ირანულმა ნაღმოსანმა საჰანდმა სამი ოკეანე გადალახა

ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის საზღვაო ძალების მეთაურის განცხადებით, საზღვაო ძალების 75-ე ესკადრამ  სამი ოკეანე გადალახა  და ირანულმა ნაღმოსანმა საჰანდმა წარმატებით გაართვა თავი სამი საზღვაო მარშრუტის გავლას.

http://www.isna.ir/news/1400061712570

  

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა, ატლანტის ოკეანეში ირანის საზღვაო ძალების 75-ე ესკადრის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ აბდოლაჰიანმა ატლანტის ოკეანეში 75-ე ესკადრის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია:  აღნიშნული მისია წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერების კიდევ ერთ დადასტურებას, ირანის მოსახლეობის სიამაყის საგანს და უდიდეს მოტივაციას ირანული დიპლომატიისათვის, საგარეო პოლიტიკაში. 

http://fna.ir/3p4f1

 

უფასო სამედიცინო მომსახურება ავღანელი ემიგრანტებისთვის

თეირანის ერთ-ერთი ცენტრალური კლინიკის ექიმთა ჯგუფი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს ავღანელ ემიგრანტებს. უფასო სამედიცინო მომსახურებაში შედის  ქირურგის, ნევროლოგის,  თერაპევტის ინფექციური დაავადებების და სპორტული მედიცინის სპეციალისტთა დახმარება. 

https://t.me/farsna/236900

 

ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიაში პირველ და მსოფლიოში  22-ე პოზიციაზეა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ირანის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერაყის ნაკრები სამი გოლით დაამარცხა და 6 ქულა დააგროვა. ამ შედეგით ირანის საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიო მასშტაბით 22-ე ადგილზე ხოლო აზიის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. აზიის თასის გათამაშების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანმა ფიფას რეიტინგებში იაპონიას გადაასწრო.  

https://www.iribnews.ir/00DUmn

 

ირანის ფრენბურთის ნაკრებმა პაკისტანს სძლია

ირანის ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა აზიის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პაკისტანის ნაკრები დაამარცხა და როგორც B ჯგუფის ლიდერი შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

http://fna.ir/3pj4f

 

ირანის ისლამური რესპუბლიკას კონტაქტი აქვს თალიბებთან

ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის ბიუროს სპიკერის სეიედ ნეზამედინ მუსავის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს და ავღანეთისა და ირანის ხალხის ინტერესების უზრუნველსაყოფად აქვს კონტაქტი იმ დაჯგუფებასთან, რომელიც ამჟამად მართავს ავღანეთს.

http://www.isna.ir/news/1400061611792

  

ირანსა და საუდის არაბეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება

ერაყში ირანის ელჩის ირაჯ მასჯედის ინფორმაციით, დაგეგმილია ირანსა და საუდის არაბეთს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის გამართვა. მანვე დადებითად შეაფასა ერაყის პრემიერ- მინისტრის როლი მოლაპარაკებების წინა სამი რაუნდის ჩატარებაში.

http://www.isna.ir/news/1400061612177

 

ამირ აბდოლაჰიანი: ვიმედოვნებთ, რომ თალიბები შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავღანეთის მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა:

🔹 ირანი ხაზს უსვამს ავღანეთში ინკლუზიური მთავრობის შექმნის აუცილებლობას ყველა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობით და იმედოვნებს, რომ თალიბები შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.

🔹 მთავარი პრიორიტეტია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ინკლუზიური მთავრობის ფორმირების პროცესში

🔹 ირანი მხარს უჭერს ავღანეთში საომარი ოპერაციების ნაცვლად დიალოგის  გზას, ვინაიდან სამხედრო საშუალებების გამოყენება ავღანელი ხალხის შეშფოთებას იწვევს

http://www.isna.ir/news/1400061813626

 

შამხანი: ავღანეთისათვის უმთავრესი პრიორიტეტია სტაბილურობა და მშვიდობა

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ტვიტერზე დაწერა: ავღანეთისათვის  უმთავრესი პრიორიტეტია სტაბილურობა და მშვიდობა. ინკლუზიური მთავრობის ფორმირების უგულველყოფა, უცხოური ინტერვენცია და დიალოგის ნაცვლად სამხედრო მეთოდების გამოყენება წარმოადგენს ავღანელი ხალხის მეგობარი სახელმწიფოების შეშფოთების საგანს.

https://twitter.com/alishamkhani_ir/status/1435515332328923138

 

მაჯიდ თახთ-ე რავანჩი: ავღანეთის მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა მორიგი შეხვედრა თეირანში გაიმართება

გაეროში ირანის ელჩის განცხადებით:

🔹 ავღანეთში არსებული მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, არის შეერთებული შტატებისა და სხვა უცხო ძალების ინტერვენციისა და ამ ქვეყნიდან მათი უპასუხისმგებლო გასვლის  პირდაპირი შედეგი. ავღანეთში შეჭრით, მათ უბედურება მოუტანეს ავღანელებს, ხოლო ამ ქვეყნიდან გასვლისას მორიგი  უბედურება დაუტოვეს მოსახლეობას.

🔹 ავღანეთის მეზობელის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში თეირანში გაიმართება.

www.irna.ir/news/84465945/

 

ირანის მხარს უჭერს ერაყის როლს რეგიონში

ირანის პრეზიდენტმა  ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა:

🔹 ფართო ეკონომიკური თანამშრომლობა თეირანსა და ბაღდადს შორის შეესაბამება ორი ქვეყნის ინტერესებს და ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.

🔹 თეირანი მხარს უჭერს ერაყის როლს რეგიონში. ამასთან ხაზგასმით ითხოვს ერაყის მიერ ირანის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას .

https://t.me/Tasnimnews/204224

 

შამხანი: ტერორისტები სასწრაფოდ უნდა იქნენ გაძევებულნი ერაყიდან

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა:

ერაყის ქურთისტანში ტერორისტული დაჯგუფებების აქტიური გადაადგილებები შემაშფოთებელია და არღვევს სასაზღვრო უსაფრთხოებას.  ტერორისტები დაუყოვნებლივ უნდა განიარაღდეს და განდევნილ იქნენ იქიდან.

http://tn.ai/2570470

 

ხათიბზადე: ალ-ქაზემის ვიზიტი მიმართულია ირანსა და ერაყს შორის ახლო ურთიერთობების განვითარებისკენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პრესკონფერენციაზე მაღალი შეფასება მისცა ერაყის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ირანში და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები თეირანში, სადაც ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე და მიმდინარე პროექტებზე.

ხათიბზადე ასევე შეეხო ავღანეთის მოვლენებს და განაცხადა: ძმათამკვლელი ომი, რომელსაც ადგილი აქვს ავღანეთში არ არის სწორი გამოსავალი. ავღანეთის მომავალი უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მოსახლეობამ უცხო ძალების ჩაურევლად. ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობა ავღანეთის ხალხთან და დავეხმაროთ მათ თავიანთი ამოცანების განხორციელებაში.

http://fna.ir/3pbh8

 

ირანული ნავთობმზიდი ლიბანის საწვავით მომარაგების მიზნით სირიაში შევიდა

ლიბანის ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ ორშაბათს (13 სექტემბერს) განაცხადა, რომ პირველი ირანული ნავთობმზიდი, რომელიც დატვირთული იყო ლიბანისთვის განკუთვნილი საწვავით სირიის პორტში შევიდა, საიდანაც დიზელის საწვავი სატვირთო ტანკერებით იქნება გადატანილი ლიბანში.

https://b2n.ir/p26743

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (42)- PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است