22 November 2024
2021/10/01 - 19:03 View: 13126

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (44)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (44)

ირანში კოვიდ ვაქცინაციის უახლესი სტატისტიკა

ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა კოვიდვაქცინაციის უახლესი სტატისტიკა, რომლის თანახმად დღემდე (26 სექტემბერი) ქვეყანაში  ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 36 მილიონ 303 ათას 222 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 15 მილიონ 646 ათას 961 ადამიანი. ამ მონაცემების მიხედვით, ირანში ამ დრომდე გამოყენებული იქნა 51 მილიონ 950 ათას 783 ვაქცინა.

www.imna.ir/news/525101

 

ირანში მიმდინარეობს უცხო ქვეყნის მოქალაქეეთა ვაქცინაცია

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და ემიგრანტების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დოკუმენტის თანახმად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და ლტოლვილთა ვაქცინაცია და ამ დრომდე ამ მიმართულებით 340 ათასი დოზა ვაქცინა არის გამოყენებული.

http://www.isna.ir/news/1400070402550

 

ირანში განახლდება ტურისტული ვიზების გაცემა

ირანის პრეზიდენტის ბრძანებით, 19 თვიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში განახლდება ტურისტული ვიზების გაცემა და მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება უცხოელი ტურისტების შესვლა სახმელეთო და საჰაერო საზღვრებიდან.  

https://www.isna.ir/news/1400070502979

 

ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა  პენალტების სერიაში იორდანიის ნაკრებს სძლია და ამ ისტორიული გამარჯვებით პირველად მოხვდა აზიის ჩემპიონატზე. ირანისა და იორდანიის ნაკრებთა თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს ქულების რაოდენობით და გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობით თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდა, საბოლოო გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც ირანელებმა ანგარიშით 4-2 სძლიეს მეტოქეს და 2022 წლის აზიის ჩემპიონატზე მოხვდნენ, რომელიც ინდოეთში გაიმართება. 

www.irna.ir/news/84483692/

  

ისლამური რევოლუციის ლიდერის თანხმობით ირანელი მოზარდი გმირად იქნა გამოცხადებული

ისლამური რევოლუციის უმაღლესი ლიდერი დათანხმდა წამებულთა და ვეტერანთა ფონდის ხელმძღვანელის თხოვნას, ირანელი მოზარდის ალი ლანდის გმირად გამოცხადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქალაქ იზეში მცხოვრებმა ალი ლანდიმ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მეზობლის საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის დროს ორი ქალბატონი ცეცხლიდან გამოიყვანა. ირანელი მოზარდი 91 პროცენტიანი დამწვრობით ჯერ აჰვაზის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი ისპაჰანის მუსა ქაზემის საავადმყოფოში  გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

www.irna.ir/news/84483962/

 

ირანი კვანტურ მეცნიერებაში სამხედრო ლიდერია

 ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის  მთავარსარდალის მოადგილე ალი ფადავი:

- ჩვენი შეიარაღების დამიზნების სისტემა იმდენად ზუსტია, რომ თუ მაგალითად, ამ სტუდიის მაგიდის ნახევრის განადგურებას მოვინდომებთ, შეგვიძლია წარმატებით განვახორციელოთ ის. .

- დღეს ჩვენ კვანტური მეცნიერების ავანგარდში ვიმყოფებით სამხედრო სფეროში, მაგრამ კონფიდენციალური საკითხების გამო ამ სფეროში ბევრი საუბარი შეუძლებელია.

https://t.me/farsna/237979

https://tn.ai/2577911

  

ქერბალაში არბაინის რიტუალზე 14 მილიონზე მეტ მომლოცველს ელოდებიან

ქერბალას პროვინციის ხელმძღვანელთა პროგნოზით, მიმდინარე წელს არბაიინის რიტუალზე მომლოცველთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 14 მილიონზე მეტი მომლოცველი ჩავიდა ამ ქალაქში არბაიინის რიტუალზე დასასწრებად.

http://fna.ir/473v1

 

აქტიური დიპლომატია და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაეროს სამიტზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში არაერთი  შეხვედრა გამართა სახელმწიფოს მეთაურებთან, დიპლომატებთან და სხვადასხვა ორგანიზაციისა და ქვეყნის ექსპერტებთან, მათ შორის გაეროს, ინდოეთის, ნიდერლანდების, ვიეტნამის, ფინეთის, ერაყის, ვენესუელას, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ხორვატიის, ევროკავშირის, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, სამხრეთ აფრიკის, სირიის, ბრიტანეთის, პალესტინის, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის, თურქეთის, ნიგერიის, დანიის, აზერბაიჯანის, სინგაპურის, სომხეთის, უნგრეთის, ინდონეზიის, ნორვეგიის, კუბის, საფრანგეთის, შვედეთის, ბელგიის, ალჟირის და სხვ. წარმომადგენლებთან. შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mfa.gov.ir.

 https://t.me/MFAIran/7612

 

როიტერი: ირანმა და ვენესუელამ ნავთობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ირანსა და ვენესუელას შორის ნავთობის გაცვლის შესახებ მსხვილ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მიუხედავად აშშ-ის მკაცრი სანქციებისა ორი ქვეყანას სანავთობო სექტორის მიმართ. შეთანხმების თანახმად, ვენესუელა თავის მძიმე ნავთობს ირანის გაზის კონდენსატზე გაცვლის, რითაც ის გააუმჯობესებს თავისი ნედლი ნავთობის ხარისხს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ტვირთი მიმდინარე კვირაში გაიგზავნება.

https://tn.ai/2578785

 

ირანის დახმარების მესამე პარტია ავღანეთში ჩავიდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰუმანიტარული დახმარების მესამე პარტია, 15 ტონა საკვები და მედიკამენტები, ქაბულის აეროპორტში ჩავიდა. მანამდე, ავღანელი ხალხისთვის ირანის დახმარების მორიგი, მეორე პარტია გაიგზავნა ქაბულში, რომელშიც შედიოდა 21 ტონა საკვები პროდუქტები, მათ შორის ბრინჯი, ზეთი და სხვა.

https://tn.ai/2579407

  

გენერალ სოლეიმანისა და აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესის მკვლელობის ორი დამნაშავე სავარაუდოდ მოკლულია

საინფორმაციო-ანალიტიკურმა საიტმა The Cradle-მ წინააღმდეგობის ფრონტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ერაყის ქალაქ ერბილში  ამერიკელი პოლკოვნიკი ჯეიმს უილისისა და ისრაელელი პოლკოვნიკის შერონ ასმანის მკვლელობის შესახებ. ისინი სავარაუდოდ გენერალი სოლეიმანისა და ალ-მოჰანდესის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის გამო  მოკლეს.

https://www.isna.ir/news/1400063123735/

 

ხათიბზადე: საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოს ირანელების პრობლემები

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საქართველოში მცხოვრები ირანელების საჩივრებსა და პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ქართველი მესაზღვრეების არასათანადო და დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამ ქვეყანაში შესვლისას დაწესებული შეზღუდვებიდან და აკრძალვებიდან გამომდინარე, განაცხადა: საკითხის სერიოზული მოკვლევა მიმდინარეობს ირანის საელჩოს მიერ თბილისში და ასევე თეირანში ამ ქვეყნის საელჩოსთან.

მანვე ხაზი გაუსვა: „ცხადია, ასეთი ქმედებები სრულიად მიუღებელია და ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება უმოკლეს ვადებში გადაწყვეტს ამ საკითხებს.

https://t.me/MFAIran/7467

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბაქოში ირან-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბაქოში ირანის საელჩოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი საჯადფური სამშაბათს 21 სექტემბერს ბაქოში გაემგზავრა სამმხრივ კვლევით შეხვედრაზე დასწრების მიზნით, რომელშიც ირანული, თურქული და აზერბაიჯანული კვლევითი ცენტრები მონაწილეობენ.

http://www.isna.ir/news/1400063022915

 

ირანსა და საუდის არაბეთს შორის  მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო

სააგენტო ასოშიეთედ პრესი ორ ერაყულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ კვირას ბაღდადში ირანისა და საუდის არაბეთის შეხვედრა გაიმართა. როგორც ერაყის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, გასული კვირის შეხვედრაზე „ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები წინასწარ შეთანხმებული, მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის გზით შეთანხმებული გეგმის შესაბამისად იქნა განხილული.

https://www.isna.ir/news/1400070503105/

 

ირანის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარება სუვერენული საკითხია და ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცებას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა საიდ ხატიბზადემ, ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის  განცხადებაზე და აღნიშნა:  ”მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის არის კარგი ურთიერთობები და მხარეებს შორის უმაღლეს დონეზე არსებობს საკომუნიკაციო არხები, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება იყო საკმაოდ გასაკვირი".

მისივე თქმით, ირანის მიერ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო რაიონებში განხორციელებულ წვრთნები წარმოადგენს სუვერენულ საკითხს და ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცებას.

https://t.me/MFAIran/7614

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (44)- PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است