23 December 2024
2021/12/24 - 18:00 View: 17404

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(56)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(56)

ვაქცინაციის უახლესი სტატისტიკა ირანში

2021 წლის 20 დეკემბრის მონაცემებით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 478 ჰოსპიტალიზირებულია, 41 გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 131 124-ს მიაღწია.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრისთვის ქვეყანაში ერთი დოზით 59 197 419, ხოლო ორი დოზით 50 499 982 ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, 4 054 055 ადამიანი ვაქცინის მესამე „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ირანში ჩატარებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 113 751 456-ს აღწევს.

www.imna.ir/photo/543259

www.imna.ir/news/543264/

 

ირანმა ომიკრონის შტამის სადიაგნოსტიკო ტესტები შექმნა

პასტერის ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ კვლევით ცენტრში  ომიკრონის შტამის სადიაგნოსტიკო სპეციალური ტესტები შეიქმნა, რომლებიც 500-ზე მეტ შერჩეულ ლაბორატორიაში გადანაწილდა.

აღნიშნულ შტამს ახასიათებს საკმაოდ სწრაფი გადადების უნარი, ამიტომ პრევენციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიღაბის გამოყენებაა.

https://t.me/farsna/244344

 

ჯანდაცვის მინისტრი: საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ქვეყანაში შემოსულია 150 მილიონი ვაქცინა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან მოკლე დროში საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ქვეყანაში შემოტანილი იქნა 150 მილიონი დოზა ვაქცინა, რის შედეგად, ვაქცინაციის მაჩვენებელმა 87%-ს მიაღწია და მოსახლეობის 74 პროცენტი ვაქცინირებულია ორივე დოზით. ამასთან, ძალიან სწრაფად დაიწყო ბუსტერ დოზით ვაქცინირებაც.  

http://www.isna.ir/news/1400092419408

 

უნგრეთმა  ირანული ვაქცინები აღიარა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი:

🔹 უნგრეთმა ვიზის გასაცემად   ყველა ირანული ვაქცინა აღიარა, რომელიც დაფიქსირებულია ირანში გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატში.  

🔹 მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რათა ვიზების გასაცემად აღიარებული იქნას ირანული ვაქცინები.

https://t.me/Tasnimnews/211142

 

ამირ აბდოლაჰიანი: სააგენტოსთან კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ

საგარეო საქმეთა მინისტრი:

ჩვენ მივაღწიეთ კარგ შეთანხმებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომელსაც შეუძლია აღმოფხვრას ირანის სამშვიდობო ხასიათის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაგრძელებას სააგენტოსთან.

http://tn.ai/2626562

 

ირანის ნებაყოფლობითი ქმედება სააგენტოსთან ურთიერთობაში გაუგებრობების აღმოსაფხვრელად

ტესას ბირთვულ კომპლექსში დაზიანებულ კამერებზე სამართლებრივი გამოძიების ძირითადი ნაწილის დამთავრებიდან და ასევე სააგენტოს მიერ  აღნიშნულ კომპლექსში მომხდარი  დივერსიის დაგმობიდან და კამერების დამონტაჟებამდე ირანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტექნიკური ინსპექტირების აღიარებიდან გამომდინარე,  ირანმა სააგენტოს გადასცა დაზიანებული კამერები და მისცა ახალი კამერების დამონტაჟების ნებართვა.

https://www.isna.ir/news/1400092419130

 

გროსი: ქარაჯის ბირთვულ ობიექტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციასთან მიღწეული შეთანხმება, ქარაჯის ცენტრიფუგების საწარმო ობიექტში ახალი სათვალთვალო კამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

https://www.isna.ir/news/1400092419312

 

ულიანოვი: ევროპელთა პოზიცია ვენის მოლაპარაკებებში გასაკვირია/ირანისთვის კომპენსაციის გადახდა გონივრული წინადადებაა

რუსეთის წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში:

🔹გასაკვირია ევროპელების პოზიცია, თითქოს ისინი პირველად სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან და ზოგჯერ არაგონივრულ პოზიციას იკავებენ.

🔹აშშ-ს სანქციების გამო ირანისთვის კომპენსაციის გადახდა გონივრულია.

https://www.isna.ir/news/1400092419238

  

ამირ აბდოლაჰიანი: ბირთვულ შეთანხმებაზე მეტი არაფერი გვინდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან საუბარში განაცხადა:

🔹ჩვენ წარმოვადგინეთ ორი პროექტი სანქციების მოხსნასთან და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით.

🔹 ორივე პროექტი შეესაბამება ბირთვულ შეთანხმებას.

🔹 ბირთვულ შეთანხმებაზე მეტი მოთხოვნა არ დაგვიყენებია და ამავდროულად არ ავიღებთ იმაზე მეტ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია ბირთვულ შეთანხმებაში.

https://www.isna.ir/news/1400092419446/

 

ირან-ომანის ერთობლივი საზღვაო წვრთნები

ჰორმუზის სრუტეში გაიმართა ირან-ომანის მეცხრე ერთობლივი სამაშველო სწავლება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ირანის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის შენაერთებმა და  ომანის სამეფოს საზღვაო ძალების რამდენიმე ქვედანაყოფმა.  გასულ კვირას ანალოგიური სწავლება გაიმართა ირანის საზღვაო ფლოტსა და პაკისტანის საზღვაო ძალებს შორის.  

http://fna.ir/5i9nz

 

ამირ ხაჯეჰფარდი: ირანულ დრონებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს

საავიაციო ინდუსტრიის ორგანიზაციის დირექტორი:

🔹 ჩვენ შევძელით საჰაერო მუხრუჭების წარმოება. ძალიან ბევრი ცნობილი ქვეყანა  ერთობლივი წარმოების მიზნით, ითხოვს ჩვენთან თანამშრომლობას.

🔹გლობალურ ბაზარზე ირანულ დრონებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ვერ ვიფიქრებდით, თუ  ჩვენს დრონებს ამდენი მომხმარებელი ეყოლებოდა.

https://t.me/Tasnimnews/211087

ირანის საზღვაო ძალებს ახალი შეიარაღება დაემატა

ირანის არმიის ვიცე-მეთაურისა და მოადგილის და სტრატეგიული საზღვაო ძალების მეთაურის მონაწილეობით გამართულ სპეციალური ღინისძიების ფარგლებში ირანის საზღვაო ძალებს განახლებისა და გაუმჯობესების შემდეგ SH3D ტიპის ვერტმფრენი  Friendship F27 თვითმფრინავი და Hovercraft (BH7) ტიპის გემი დაემატა. 

http://farsnews.ir/hormozgan/news/14000928000052

 

ირანელმა ძალოსნებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს

უზბეკეთში დასრულდა ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც წარმატებით იასპარეზა ირანის ძალოსან ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ამ შეჯიბრში 10 კაციანი შემადგენლობით მონაწილეობდა. ქულების მიხედვით ირანის ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა, მედლების რაოდენობით კი მეხუთე ადგილზე გავიდა. ირანის ნაკრებმა 548 ქულა დააგროვა და 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

http://www.isna.ir/news/1400092620382

 

ალჟირმა არაბეთის ჩემპიონატში გამარჯვება პალესტინელ ხალხს მიუძღვნა

ალჟირის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა არაბეთის ჩემპიონატის ფინალში ტუნისის ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ არაბეთის ჩემპიონატი ფეხბურთში პირველად ჩატარდა. ალჟირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემპიონობა პალესტინელ ხალხს  მიუძღვნა. ამასთან, ალჟირელმა მაყურებლებმა საფეხბურთო თამაშების დროს სოლიდარობა გამოუცხადეს პალესტინელებს.

https://t.me/farsna/244306

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(56) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است