23 December 2024
2021/12/20 - 11:02 View: 17318

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(55)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(55)

ვაქცინაციის უახლესი სტატისტიკა ირანში

2021 წლის 13 დეკემბრის მონაცემებით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 442 ჰოსპიტალიზირებულია, 42 გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 130 764-ს მიაღწია.  

ამასთან, ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 12 დეკემბრისთვის ქვეყანაში ერთი დოზით 58 696 394, ხოლო ორი დოზით 49 377 847 ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, 2 504 552 ადამიანი ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ირანში ჩატარებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 110 578 793-ს აღწევს.

www.imna.ir/photo/541636/

www.imna.ir/news/541404/

 

ქვეყანაში შემოტანილი უცხოური წარმოების კოვიდვაქცინების რაოდენობამ 150 მილიონ დოზას გადააჭარბა

კოვიდვაქცინების მორიგი ორი ახალი პარტიის შემოტანის შემდეგ, უცხოური ვაქცინების რაოდენობამ ქვეყანაში 150 მილიონს გადააჭარბა. გუშინ საღამოს ვაქცინების ოთხმოცდამეხუთე და ოთხმოცდამეექვსე პარტიები შემოვიდა ქვეყანაში, მათ შორის 131 000 გერმანული წარმოების ასტრაზენეკა, ხოლო 1 087 400 ნიდერლანდებში დამზადებული  ასტრაზენეკა.

http://www.isna.ir/news/1400091914512

 

ბოლო სამი თვეში ვაქცინაციის მასშტაბებით ირანმა ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებს გადაასწრო

ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრი:

დაახლოებით 10 თვეა, ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნები ვაქცინაციის პროგრამას ახორციელებენ, თუმცა ირანმა  სამი თვეში შეძლო ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და გადაასწრო მათ.

https://www.isna.ir/news/1400091814131

 

ირანმა ინდონეზიას ორი რობოტული ქირურგიის სისტემა გადასცა

ირანმა ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს, ირანული კომპანია „სინას“ მიერ დამზადებული ორი რობოტული ქირურგიის სისტემა გადასცა. აღნიშნული სისტემები ინდონეზიის ორ ცნობილ კლინიკაში დამონტაჟდება და  ერთი წლის განმავლობაში 80 ინდონეზიელი ქირურგი აღნიშნულ სისტემებთან მუშაობის სპეციალურ სასწავლო კურსს  გაივლის. რობოტული ქირურგიის სისტემის შესახებ ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:

https://mshrgh.ir/1311248

 

დრეკადი ელემენტი, რომელიც ირეცხება

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის წევრმა აჰარ ირანფურმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ახალი ელემენტი, რომელიც დრეკადია და სარეცხ მანქანაში ირეცხება.

http://www.isna.ir/news/1400091914743

 

ალი ბაყერი: ვგრძნობ, რომ მეორე მხარეს სერიოზულად სურს ჩაერთოს ეფექტურ და ნაყოფიერ დიალოგში

ვენის მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი:

„ის, რაც დღეს ვიგრძენი, განსხვავდებოდა იმისგან, რაც  გასულ პარასკევს ვიგრძენი.  ვგრძნობ, რომ მეორე მხარეს სერიოზულად სურს ჩაერთოს  ეფექტურ და ნაყოფიერ დიალოგში.

მოლაპარაკებებში ამერიკელების არაკონსტრუქციული და დესტრუქციული ქმედებები დღეს 4+1 ფორმატის სხდომაზე იქნა გაპროტესტებული რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ ქვეყნებმა აშშ-ს  ქმედებას არაკონსტრუქციული უწოდეს და შეერთებულ შტატებს მოუწოდეს, თავი შეიკავოს  დესტრუქციული ქმედებებისგან.

https://www.isna.ir/news/1400091814344/

 

ენრიკე მორა: მე დავინახე ყველა მხარის ნება ბირთვული მოლაპარაკებების შედეგიანად დასასრულებლად

ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი:

მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარე ცდილობს, რომ ვენაში მიმდინარე  დიალოგი შედეგიანად დასრულდეს.

https://www.isna.ir/news/1400091814227

 

ალი ბაყერი: ირანის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლური ქცევით ბირთვული შეთანხმება შენარჩუნდა

პოლიტიკურ საკითხებში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:

ირანის ხელმძღვანელთა პასუხისმგებელური ქცევით  შენარჩუნდა ბირთვული შეთანხმება. მისივე თქმით, მოლაპარაკების ირგვლივ  ყალბი ატმოსფეროს შექმნა ვერ  შეაჩერებს ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც იცავს ირანელი ხალხის უფლებებსა და ინტერესებს.

http://fna.ir/5gzhf

  

ვენის მოლაპარაკებები ლოგიკური პროგრესისკენ მიემართება

Wall Street Journal-ის კორესპონდენტის ლორენს ნორმანის ინფორმაციით, ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განცხადა, რომ ირანის ახალი დელეგაციის მიერ წარმოდგენილი საკითხების შემდეგ აშკარაა, რომ ვენის მოლაპარაკებები ლოგიკური პროგრესისკენ მიდის.

http://fna.ir/5gzdh

 

ინდოეთი: აშშ-ს სანქციებს გავლენა არ მოუხდენია ჩაბაჰარის პორტის პროექტზე

ინდოეთის პარლამენტში დებატების დროს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო რაიმე სახით აშშ-ს სანქციების გავლენა ჩაბაჰარის პორტის პროექტზე.

http://www.isna.ir/news/1400092015611

 

ნავთობქიმიურ ინდუსტრიის შიდა წარმოების მხარდასაჭერი მესამე გამოფენა

სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური სამრეწველო ჯგუფი,  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორატის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, 2022 წლის 21-23 თებერვალს  ნავთობქიმიური ინდუსტრიის შიდა წარმოების მხარდამჭერ მესამე გამოფენას გამართავს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს  200-ზე მეტი ადგილობრივი სამეცნიერო კვლევითი კომპანია, რომელთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

https://b2n.ir/j18133

 

ირანის თავისუფალ ისლამურ უნივერსიტეტში ორმოცი ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს

ირანის თავისუფალი ისლამური უნივერსიტეტის მონაცემებით, მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ამ უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების 40103 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რომელთა უმეტესობას ერაყელი და ავღანელი სტუდენტები შეადგენენ.

https://b2n.ir/n61748

 

საიდ ხათიბზადე: ყველამ უნდა დავგმოთ სპორტის პოლიტიზირება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი ჩინეთის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ს ბოიკოტის საპასუხოდ ტვიტერზე წერს:

იქნება ეს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების „დიპლომატიური ბოიკოტი“ თუ ირანული გუნდებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის უფლების ჩამორთმევა, ყველამ უნდა დავგმოთ სპორტის პოლიტიზირება.

ჩვენ მოუთმენლად ველით მონაწილეობას ამ შეჯიბრებებში და გამოვხატავთ სოლიდარობას ჩინეთთან, რომელიც დესტრუქციული კამპანიის სამიზნე გახდა.

https://twitter.com/SKhatibzadeh/status/1469013610059993095

 

ირანის მჯდომარე ფრენბურთის ნაკრები წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაზეა წარდგენილი

2021 წლის ბოლოს, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი გეგმავს წლის  საუკეთესოების დასახელებას. ამ მხრივ, ირანის მჯდომარე ფრენბურთის ნაკრები, როგორც ტოკიოს პარაოლიმპიადაზე გამარჯვებული, წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაზეა წარდგენილი.

http://fna.ir/5h71m110

 

ახალი მოიერიშე სწრაფმავალი კატერი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტს შეუერთდა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური ბანდარ აბასში: გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტისთვის გადაცემული სწრაფი კატერების სიჩქარე 55 კვანძიდან 75 და 90 კვანძამდე არის გაზრდილი და შემდეგ ეტაპზე კი ის 110 კვანძს მიაღწევს. ყველა კატერის აღჭურვილობა, მათ შორის რაკეტები და სარადარო სისტემები გუშაგთა კორპუსის სამრეწველო კომპლექსში დამზადებული.

http://fna.ir/5h6ui

 

ირანს არ აქვს შეზღუდვა წყალქვეშა ნავების წარმოებაზე

ირანის არმიის საზღვაო ძალების მეთაური:

🔹ჩვენ არ გვაქვს რაიმე შეზღუდვა წყალქვეშა ნავების წარმოებაში.

🔹სამხედრო საზღვაო ძალებმა უკან მოიტოვა ფრეგატის ტიპის საესკადრო ნაღმოსან ჯამარანის წარმოება და გადასულია უფრო მძიმე საესკადრო ნაღმოსნის წარმოებაზე.

http://www.isna.ir/news/1400092217202

 

თურქეთის ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ ირან-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას

ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის სპიკერი მოჰამად ბაყერ ყალიბაფი სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტთაშორისო კავშირის სხდომის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს და პარლამენტის თავმჯდომარეს მუსტაფა შენტოპს შეხვდა. შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ ვენის მოლაპარაკებები ბირთვული შეთანხმების ირგვლივ  სამართლიანი შედეგებით დასრულდება.

მოჰამად ბაყერ ყალიბაფმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და  აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის  ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა რომელიც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილის გამოხატულებაა, მალე დასრულდება.  

http://fna.ir/5gz7q

 

ბაიდენმა უარყო აშშ-ს სახმელეთო ჯარების შესაძლო შეყვანა უკრაინაში

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მან გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დამანგრეველი შედეგების შესახებ. მისივე თქმით, აშშ-ს სახმელეთო ძალების უკრაინაში შეყვანის საკითხი არასოდეს ყოფილა დღის წესრიგში.

http://fna.ir/5hei2

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(55) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است