23 December 2024
2021/10/15 - 18:09 View: 17373

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (46)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (46)

პასტერის ვაქცინა (პასტოკოვაკი) ირანის ვაქცინაციის კალათას დაემატა

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საზოგადოებრივი ვაქცინაციის კალათას პასტოკოვაკის ვაქცინა დაემატა. მისი განცხადებით, პირველი პარტია, 6 მლნ დოზა უკვე ჩაეშვა გამოყენებაში. ვაქცინამ გამოყენებამდე 14 დღიანი კარანტინი გაიარა.

www.irna.ir/news/84494409/

 

ირანისა და ავსტრალიის კოვიდვაქცინამ გადაუდებელი ლიცენზია მიიღო (ვიდეო)

კომპანია Sinagen–ის აღმასრულებელმა დირექტორმა კოვიდვაქცინა Spicogen-ისთვის საგანგებო ლიცენზიის გაცემის შესახებ განაცხადა. ვაქცინა Spicogen ირანული Sinagen-ისა და ავსტრალიის ვაქცინის ერთობლივი პროდუქტია. ვაქცინამ კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი ავსტრალიაში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპები ირანში გაიარა.

როგორც მინისტრის მოადგილემ და სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დირექტორმა განაცხადა, ვაქცინა Spicogen-ის  ეფექტურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებში განსაზღვრულ სტანდარტს ბევრად აღემატება. ვაქცინის მოქმედების შესახებ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე: https://spikogen.com/spikogen-covid-19-vaccine/

www.imna.ir/news/527147/

 

პასტოკოვაკი - ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა

ირანის პასტერის ინსტიტუტის პრეზიდენტი: პასტოკოვაკის ვაქცინის მოქმედება ქვეყანაში 24,000 ადამიანზეა შესწავლილი.

საბედნიეროდ, ეს არის ერთადერთი ვაქცინა მსოფლიოში, რომელიც ითვალისწინებს ბუსტერ დოზას, რომელთან ერთადაც მისი ეფექტურობა 91.6%-92% აღწევს და იცავს მძიმე ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციისგან, რაც ირანის პასტერის ინსტიტუტისათვის ღირსეული მიღწევაა.

https://t.me/isna94/213272

 

მოსწავლეთა სასწრაფო ვაქცინაციის  გეგმა თეირანში

კოვიდპანდემიის მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, 6-7 ოქტომბერს თეირანის სკოლებში 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სასწრაფო ვაქცინაცია ჩატარდა.

https://www.isna.ir/news/1400071510111/

 

ლიბანელი ხალხისთვის ირანული საწვავის მესამე გზავნილი სირიაში ჩავიდა

ლიბანელი ხალხისთვის ირანული საწვავით დატვირთული მესამე სატვირთო გემი ოთხშაბათს დილით  სირიის საპორტო ქალაქ ბანიასში ჩავიდა. ამის შესახებ კომპანია Tankers Trackers-მა განაცხადა, რომელიც მსოფლიო წყლებში ტანკერების მოძრაობაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

ორი კვირის წინ, ირანიდან ლიბანელი ხალხისთვის გაგზავნილი საწვავის მეორე პარტია გადმოიტვირთა ბანიასის პორტში. პირველი გადაზიდვა სექტემბერში, სირიიდან ჩრდილოეთ ლიბანში სატვირთო მანქანით განხორციელდა.

ფინანსური კრიზისი ლიბანში  2019 წელს დაიწყო და გასულ თვეში ვითარებამ პიკს მიაღწია, როდესაც საწვავის მწვავე დეფიციტმა ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. ზოგიერთი საჯარო სამსახური, მათ შორის საავადმყოფოები, საწვავის და ელექტროენერგიის კრიზისის გამო დაიხურა  ან იძულებული გახდა,  სამუშაო საათები შეემცირებინა.

ლიბანში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებასთან ერთად, განსაკუთრებით, საწვავის დეფიციტის გამო, ჰეზბოლას ლიდერი სეიედ ჰასან ნასრალა ირანული საწვავის ლიბანურ ლირაში იმპორტის წინადადებით გამოვიდა. ჰეზბოლას მოკვლევისა და  ძალისხმევის შედეგად, ირანული საწვავით დატვირთული სამი ტანკერი სირიაში, ბანიასის პორტში ჩავიდა.

www.irna.ir/news/84494811/

ირანი ნანოწარმოების სფეროში მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა

ათ წელზე მეტია ირანის ისლამური რესპუბლიკის ნანოტექნოლოგიების შტაბის მუშაობის შედეგად, ირანმა შეძლო მსოფლიოში მეოთხე ადგილი მოეპოვებინა ნანოსამეცნიერო პროდუქციის მიმართულებით, ასევე 770-ზე მეტი სახეობის ნანოპროდუქტის წარმოებასა და კომერციალიზაციაში, სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში, რომელშიც დაახლოებით 300-მდე ირანული ნანოკომპანია მუშაობს. ნანოსფეროში ირანის სამეცნიერო პროდუქციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

 https://en.nano.ir/news-detail/Iran/cHBMU2tMcWY0OVdFcVV3ZUh5a3lUQT09/

 

ირანმა მზადაა, მომავალი 18 თვის განმავლობაში ლიბანში  ორი 1000 მეგავატიანი ელექტროსადგური ააგოს

Middle East News ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეირუთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ლიბანში ორი ელექტროსადგური ააშენოს მომავალი  18 თვის განმავლობაში.

https://t.me/mdeastnews/17282

  

ბუშერის ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე სამჯერ გაიზრდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით:

  - ბუშერის ელექტროსადგური მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს და გამოიმუშავებს ათას მეგავატ ელექტროენერგიას. ეს მოცულობა ელექტროსადგურის განვითარების შემდგომ ეტაპებზე სამჯერ გაიზრდება.

- ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა მიმართულია ბირთვული ენერგიის გამოყენებისკენ სამშვიდობო მიზნებისამებრ და ის არ გადაიხედება.

http://farsnews.ir/bushehr/news/14000716000382

 

ირანში შესაძლებელია 24 მილიონი ერთეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება

ირანის მრეწველობის, მადნეულისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე:

🔹 მომავალ წელს უნდა შევძლოთ 800 მილიონი დოლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტი.

🔹 ირანში შესაძლებელია, 23-დან 24 მილიონ ერთეულამდე საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. მიმდინარე წლისათვის წარმოების მოცულობა 16 მილიონ  500 ათასი ერთეული იქნება.

http://www.isna.ir/news/1400071711348

 

რომელ ქვეყნებში აცვიათ ირანში შეკერილი ტანსაცმელი

ირანის ტანსაცმლის მწარმოებელთა და გამყიდველთა კავშირის პრეზიდენტის ინფორმაციით,  ირანული ტანსაცმელი ექსპორტზე გადის ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში და ასევე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში, თურქეთში, ავღანეთსა და სომხეთში.

http://www.isna.ir/news/1400071711424

 

ირანის რაკეტმტყორცნი მფრინავი ნავები საიმედოდ დაიცავენ  ჰორმუზის სრუტეს

ამერიკული ჟურნალი the National Interest წერს:  ირანული მფრინავი ნავები "Bavar-2" სწრაფი კატარღების ფლოტთან ერთად,  ირანს აძლევს შესაძლებლობას დაიცვას თავისი საზღვაო აკვატორია  ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში.

https://bit.ly/3Dvcmr2

 

რეისი: ანტიირანული სანქციები ძირითადად მიმართული იყო სამხედრო მრეწველობისკენ და  ყველაზე მეტი პროგრესი სწორედ მან განიცადა

ირანის პრეზიდენტის განცხადებით:

"ყველაზე მეტი წარმატება ჩვენ გვქონდა  სამხედრო და ბირთვულ მრეწველობაში, რომლისკენაც იყო მიმართული უმკაცრესი სანქციები".

https://www.eghtesadonline.com/n/2rG8

ირანელი მოჭიდავეების მეორე ადგილი მსოფლიო ჩამპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. ჩემპიონის ტიტული რუსეთის ნაკრებს ერგო, საქართველოს ნაკრებმა კი მეოთხე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. 

https://mehrnews.com/xWgzX

 

ირანის სილამაზე: ლანგერუდის სოფელი აბჩალაკი

ლანგერუდის ღირშესანიშნაობები არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამხალეს სანაპიროებითა და ლილაქუჰის ტურისტული მარშრუტით. აღნიშნული ქალაქის სიახლოვეს, რომელიც გარშემორტყმულია მთებითა და ზღვით,  ულამაზესი სოფლები მდებარეობს, სადაც შეიძლება ერთდღიანი ტურების მოწყობა. ლანგერუდის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა სოფელი აბჩალაკი, საიდანაც ქალაქი და ზღვის სანაპირო ხელისგულივით მოჩანს. სწორედ ამიტომ ამ სოფელს ქალაქის სახურავს უწოდებენ. აბჩალაკიდან ღრუბლებში ჩამალული ქალაქის ნახვა და  ირგვლივ არსებული ჩაის პლანტაციების არომატის შეგრძნება  ძალინ ბევრ ტურისტს იზიდავს.

https://b2n.ir/p73549https://b2n.ir/p73549

 

ამირ აბდოლაჰიანი: ჩვენ არ შევაჩერებთ ბირთვული პროგრამის პროგრესს / ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია თალიბებთან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ავღანეთის ყველა პოლიტიკურ მხარესთან, მათ შორის, თალიბებთან  და მოვუწოდებთ მათ შექმნან ინკლუზიური მთავრობა.

თუ  მოლაპარაკებები (ვენა) შედეგიანად დასრულდება, მას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმის დასაჩქარებლად, მაგრამ ჩვენ არ შევაჩერებთ ბირთვული პროგრამის წინსვლის პროცესს.

http://www.isna.ir/news/1400071711363

  

კავკასიის საკითხების გადასაჭრელად რუსეთი 3+3 ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

თურქული გაზეთის Daily Sabah-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კავკასიის რეგიონში არსებული საკითხების გადასაჭრელად, წარმოადგინა 3 + 3 ფორმატი, რომელიც მოიაზრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს,  რუსეთს, თურქეთსა და ირანს. ლავროვის თქმით, ეს მექანიზმი კონცენტრირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკური ურთიერთობებისა და გადაზიდვების საკითხებზე.

http://fna.ir/491uq

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (46) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است