23 December 2024
2021/12/16 - 15:16 View: 17468

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(54)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(54)

ვაქცინაციის უახლესი სტატისტიკა ირანში

2021 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 559 ჰოსპიტალიზირებულია, 77 გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 130 277-ს მიაღწია. ამასთან, ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ერთი დოზით 58 193 586, ხოლო ორი დოზით 48 349 504 ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, 1 397 543 ადამიანი ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ირანში ჩატარებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 107 940 633-ს აღწევს.

www.imna.ir/photo/540191/

www.imna.ir/news/540181/

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: კორონავირუსის კონტროლის „ჭკვიანი სისტემა“ ამოქმედდა

ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრის მოადგილის ქამალ ჰეიდარის განცხადებით, 6 დეკემბრიდან, ირანში  კორონავირუსის კონტროლის ე.წ. ჭკვიანი სისტემა ამოქმედდა. როგორც მან აღნიშნა, დახურულ სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის ბარათითაა შესაძლებელი.

https://www.isna.ir/news/1400090201666/

 

ამირ აბდოლაჰიანი: ჩვენ  ვისწრაფვით კარგი შეთანხმებისაკენ; ევროპელებს არ გააჩნდათ ინიციატივები, რომლებსაც ვენაში შემოგვთავაზებდნენ

ჩვენ ვესწრაფვით კარგ შეთანხმებას მყარი და ლოგიკური მოლაპარაკებების გზით. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ვენაში ახალი მოლაპარაკებების პირველ რაუნდში კეთილსინდისიერად, სერიოზული გეგმით და ინიციატივებით. ჩვენი მიზანია გაუქმდეს სანქციები და ყველა დაუბრუნდეს საკუთარ ვალდებულებებს.

რაიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა სამი ევროპული ქვეყნისგან არ ყოფილა  და გამოსავლის ძიების ნაცვლად, თითქოს ჩვენი გუნდისგან შეფასებებს მოელოდნენ.

http://fna.ir/5g487

 

ბაყერი: ველოდებით მეორე მხარის სამართლებრივ და არგუმენტირებულ პასუხს ჩვენს წინადადებებზე

ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე შეხვედრა მეორე მხარესთან ვენაში, მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნა შეთანხმების ორი პროექტი“, - განაცხადა ალი ბაყერი ქანიმ Al-Myadin-თან საუბრისას. „ჩვენს წინადადებებთან დაკავშირებით, ველოდებით მეორე მხარის სამართლებრივ და არგუმენტირებულ პასუხებს“ - აღნიშნა მან.

https://www.isna.ir/news/1400091209157/

  

ირანი ფორდოში ბოლო თაობის ცენტრიფუგებს იყენებს 20%-იანი გამდიდრებისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო:

ირანმა ფორდოში ყველაზე თანამედროვე IR-6 ცენტრიფუგების გამოყენება დაიწყო ურანის 20 პროცენტამდე გასამდიდრებლად.

http://fna.ir/5f28n

 

ამირ აბდოლაჰიანი: ირანი პრინციპული და კეთილგანწყობილია; პრაქტიკულ და მნიშვნელოვან შედეგებს სანქციების მოხსნაში ხედავს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ამირ აბდოლაჰიანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებაში (რომლის სრული ტექსტი სპარსული ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე) აღნიშნულია, რომ ირანი პრინციპული და კეთილგანწყობილია და სანქციების მოხსნაში ხედავს პრაქტიკულ შედეგებს.

https://georgia.mfa.gov.ir/portal/NewsView/661510

 

ირანის კომუნიკაციების მინისტრი: Irancell-მა  უახლესი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დანერგა

ირანის კომუნიკაციების მინისტრმა ისა ზარეჰფურმა მობილური კავშირგაბმულობის კომპანია Irancell-ის ცენტრალურ ოფისში სტუმრობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქსელის განვითარების გარდა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ძირითადი სერვისები და პლატფორმები. მისი თქმით, ირანელი ახალგაზრდები არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს. მათ მიერ აქ განახორციელებული ტექნოლოგიური პროექტებით  უფრო მარტივი ხდება ხალხის ცხოვრება.

https://irancell.ir/b/288737/b

 

ირანსა და რუსეთს შორის ეროვნული ვალუტით გადახდის სისტემა ამოქმედდა

რუსეთ-ირანის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმირ ობიდენოვის ინფორმაციით,  ორ ქვეყანას შორის  გადახდის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. მისი განმარტებით, ამ სისტემის საშუალებით,  ირანელი მყიდველი თავის ქვეყანაში ყიდულობს რუსეთში წარმოებულ საქონელს ირანის ეროვნულ ვალუტაში (რიალი), ხოლო რუსი მყიდველი რუსეთში ყიდულობს ირანულ საქონელს რუსეთის ეროვნულ ვალუტაში, რუბლში.

www.irna.ir/news/84564181/

 

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ირანსა და თურქმენეთს შორის ბუნებრივი აირით ვაჭრობა აღდგა

ბუნებრივი აირით ვაჭრობა თურქმენეთთან, როგორც მსოფლიოში ბუნებრივი აირის მეხუთე უმსხვილეს მწარმოებელთან და ირანის მეზობელთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ირანის რეგიონალურ ჰაბად გადაქცევისთვის.

http://tn.ai/2619607

სიონისტური რეჟიმი შეშფოთებულია ირანის ახალი კონტრაქტით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

გაზეთ Jerusalem Post წერს: ირანს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით დადებულმა ახალმა კონტრაქტმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ირანის გადაქცევას ენერგეტიკულ ცენტრად რეგიონში. გაზეთის აზრით, ეს  შეთანხმება მნიშვნელოვანია და მას შეუძლია გაზარდოს ირანის გავლენა  ცენტრალურ აზიაში და ირანი უფრო მეტად დაახლოვოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

http://fna.ir/5euhw

 

ირანული გაზის კონდენსატის მეოთხე ნაწილი ვენესუელაში ჩავიდა

გაზის კონდენსატისა და ნედლი ნავთობის გაცვლის ხელშეკრულების ფარგლებში, ირანმა ვენესუელას  გაზის კონდენსატის მეოთხე პარტია მიაწოდა.

https://tn.ai/2619364

 

ირანელი მეცნიერი ალი მონთაზერი 2021 წელს მსოფლიოს ყველაზე ხშირად ციტირებულ მკვლევართა სიაშია

ისლამური სამყაროს სამეცნიერო ციტირების მონაცემთა ბაზის (ISC) მიერ გამოქვეყნებული 2021 წელს მსოფლიოში ციტირებულ მკვლევართა სიის მიხედვით, ირანელი მკვლევარი, განათლების, კულტურისა და კვლევების აკადემიური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალი მონთაზერი  სოციალური და ზოგადსაგანმანათლებლო მეცნიერებათა დარგში ყველაზე მეტად ციტირებულ მკვლევართა შორისაა.

https://www.isna.ir/news/1400091612034/

 

ირანის პარაძალოსნობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოში გამართულ 2021 წლის პარაძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს +107 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზზე გამოვიდნენ ირანელი საიადი და ამინზადე.  ამინზადემ 255 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. საიადი კი 247 კგ დაძლევით  ვერცხლის მედალს დასჯერდა. საერთო ჯამში, ირანელმა პარაძალოსნებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 67 ქვეყნის პარაძალოსანთა  შორის  ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

https://t.me/iranembassytbilisi/2252

 

ირანელი ქალი ხელბურთელის ისტორიული წარმატება

ქალთა შორის ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში ირანის ნაკრები ნორვეგიას შეხვდა. ამ მატჩში ირანის ეროვნული ნაკრების მეკარემ ფათემე ხალილიმ საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა.

https://tn.ai/2620799

ირანში  მას-რესლინგის ლიგის პირველი ტურნირი გაიმართა

ირანში გაიმართა მას-რესლინგის ლიგის პირველი ტურნირი, რომელსაც ისპაჰანმა უმასპინძლა. ორდღიანი ტურნირი  ისფაჰანის აბრეშუმის ბაღის სპორტულ დარბაზში გაიმართა, ტრადიციული თამაშების ასოციაციის ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო ქალთა და მამაკაცთა 36 გუნდმა. ტურნირის ფოტოების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://b2n.ir/d92929

 

ირანში  მსუბუქი ავტომობილების წარმოება 1,4  პროცენტით გაიზარდა  

გასული 7 თვის განმავლობაში ირანში 507 ათას ერთეულზე მეტი  მსუბუქი ავტომობილი დამზადდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6800 ერთეულით არის გაზრდილი და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 1.4 პროცენტით მეტია. ამავდროულად, 64 პროცენტით არის გაზრდილი სატვირთო მანქანების (სატვირთო და მისაბმელიანი) წარმოება.  

https://www.isna.ir/news/1400091309275/

 

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ალი შამხანის შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არაბთა გაერთიანებული საემიროების მრჩეველი შეიხ ტაჰნუნ ბინ ზეიდ ალ ნაჰაიანი,  6 დეკემბერს ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანს ალი შამხანის შეხვდა. ალი შამხანიმ ამ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რეგიონში სტაბილურობა და მდგრადი უსაფრთხოება მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს შორის უწყვეტი დიალოგითა და თანამშრომლობით იქნება მიღწეული.  მისივე თქმით, მეზობელ სახელმწიფოებთან მეგობრული ურთიერთობა და ეკონომიკური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა აბუ დაბისა და თეირანს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, საემიროების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უწოდა.

https://b2n.ir/m07822

www.irna.ir/news/84567311/

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(54) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است