22 November 2024
2021/10/08 - 19:09 View: 17453

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (45)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (45)

მომავალ თვეში 60 მილიონი ვაქცინა შევა ირანში

ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა „თასნიმთან“ ინტერვიუში განაცხადა:

- 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე 60 მილიონი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

- ეს ვაქცინა არის სინოფარმი და მას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო.

http://tn.ai/2582344

 

ბარაქათის ვაქცინის ეფექტურობა 84% -ზე მეტია

ეფექტურობის თვალსაზრისით, ბარაქათის ვაქცინა არის ძალიან კარგი და მისი ეფექტურობა 84% -ზე მეტია.

  • ის ფაქტი, რომ მისი ეფექტურობა დელტა ვარიანტის მიმართ დადასტურდა, კიდევ უფრო იმედისმომცემია.
  • ბარაქათის ვაქცინის კვლევის I ფაზის დოკუმენტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წარედგინა, რომელმაც მიიღო ის.

http://www.isna.ir/news/1400071107342

 

ირანის ვაქცინაციის კალათას პასტერის ვაქცინა დაემატა

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ რეზა შანესაზმა საზოგადოებრივი ვაქცინაციის კალათაში პასტოკოვაკის ვაქცინის დამატების შესახებ განაცხადა. პასტოკოვაკის ვაქცინამ დამზადების შემდეგ 14 დღიანი კარანტინი გაიარა და დღეს პირველი პარტია, 6 მლნ დოზა ჩაეშვა გამოყენებაში.

https://www.isna.ir/news/1400071208584

 

ირანი მომავალი წლისთვის IR20 რეაქტორს აამუშავებს

ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოება, ენერგია, ზრდა და დივერსიფიკაცია, რადიაციის გამოყენება, კვლევა და განვითარება  ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულებები გახდება. არაქის IR20 რეაქტორი მომავალი წლისთვის ამუშავდება.

https://t.me/mashreghnews_channel/118720

  

სამხრეთ კორეის ელჩი გაოცებულია ირანის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიის პროგრესით

”მე არ მოველოდი, თუ ირანი ამ მასშტაბის და განვითარების საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს, აშშ-ს სანქციების მიუხედავად”- განაცხადა სამხრეთ კორეის ელჩმა იუნ კანგ-ჰიუნმა.

https://www.mizan.news/003CCa

 

სამხრეთ კორეიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი აიკრძალა

რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნების მიერ მისთვის მიწერილი წერილის თანახმად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი ადგილობრივ მწარმოებლებს ანადგურებს და ის უნდა შეწყდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მრეწველობისა და ეკონომიკის მინისტრებისათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე ნებისმიერი კორეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი ქვეყანაში აიკრძალა.

http://tn.ai/2581339

 

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ამუშავდა

ირანის საბაჟო სამსახურის სპიკერის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) დერეფანი ITI (ისლამაბადი-თეირანი-სტამბოლი) ამუშავდა მას შემდეგ, რაც  კარაჩიდან სტამბოლში ირანის გავლით ორი საცდელი ტვირთი გაიგზავნა.

როგორც საიდ რუჰოლა ლატიფიმ აღნიშნა,  ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) დერეფნის შესახებ დადგენილებათა შესაბამისად, რომელიც ორგანიზაციის წევრებს  აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დააკავშირებს, ამ კვირაში პაკისტანის ქალაქ კარაჩიდან ტექსტილის და რეზინის ტვირთი დაიძრა TIR კონვენციის ფარგლებში და მირჯავას საზღვრიდან ირანში შემოვიდა.

https://mehrnews.com/xWcvr

 

ირანის საგარეო ვაჭრობამ 45 მილიარდ დოლარს მიაღწია

ირანის საბაჟო სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 45 მილიარდი დოლარის ვაჭრობის შესახებ განაცხადა: ”მიმდინარე წლის სექტემბერში, 5.3 მილიონი ტონა საქონელი განბაჟდა, რომლის ღირებულებაა 6.5 მილიარდი დოლარი. ამ მაჩვენებლით საბაჟო სამსახურმა რეგისტრირებული იმპორტის განბაჟების რეკორდი დაამყარა.

https://www.isna.ir/news/1400070503047/

 

რევოლუციის ლიდერი: ბოლოდროინდელი მოვლენები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით რეგიონის ხალხების უცხო ჯარების და სამხედრო ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს

„არ დავუშვათ, რომ უცხო ჯარებმა ათასობით კილომეტრი გაიარონ საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის - რომელსაც  არაფერი აქვს საერთო მათ ერთან - და ჩაერიონ ამ ქვეყნებში. რეგიონის ხალხების სამხედრო ძალებს შეუძლიათ მართონ ეს რეგიონი და არ მისცენ სხვას აქ შემოსვლის უფლება.

http://iribnews.ir

ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის სახმელეთო ძალების მეთაური: არ შევეგუებით ტერორისტების არსებობას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იქნენ რეგიონში შემოყვანილი  და არ ვართ დარწმუნებული, რომ მათ დატოვეს რეგიონი. ჩვენ არანაირად არ შევეგუებით ტერორისტებისა და სიონისტების ყოფნას ამ რეგიონში.

https://t.me/farsna/238538

არმიის სახმელეთო სწავლების ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო ორი იარაღის ჩვენება მოეწყო

არმიის სახმელეთო ჯარების მეთაურმა სამხედრო სწავლება „ხაიბარის დამპყრობლების“ შესახებ განაცხადა:

ამ სწავლების ფარგლებში ოთხი ახალი საველე მიღწევის ტესტირება მოეწყობა, მათ შორის უკიდურესად შორი დისტანციის ორმაგლულიანი წერტილოვანი დრონის, რომელიც შექმნილია არმიის სახმელეთო ჯარების მიერ; ტყის სისტემების, რომლებიც შეიძლება ძალზე ეფექტური იყოს თავდაცვასა და ომში და ორი ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომლებიც სახმელეთო ძალებისა და  თავდაცვის სამინისტროს მეცნიერების მიერ არის შექმნილი. მოხდება მათი დისტანციისა და სიზუსტის გაზომვა.

https://tn.ai/2581906

 

შამხანიმ  ირანის მეზობლებს მოუწოდა, უცხოთა გავლენის წინააღმდეგ სიფხიზლე გამოიჩინონ

ალი შამხანიმ ტვიტერზე დაწერა: დიდი და ძლიერი ირანი ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო მეზობლების მიმართ და არასოდეს ემუქრებოდა მათ. პრობლემები  რეგიონის ყველა ქვეყნის თანამშრომლობით და ურთიერთთანაგრძნობით მოგვარდება. ნებისმიერი უცხოური გავლენა, ბოროტებისა და განხეთქილების გარდა, შედეგს ვერ მოიტანს. მოვუწოდებთ ჩვენს მეზობლებს, იყვნენ ფხიზლად ამ მხრივ და თავი შორს დაიჭირონ მათგან.

https://www.isna.ir/news/1400071006801/

 

ირანი სომხეთისკენ გზაზე აზერბაიჯანის გვერდს აუვლის

მაშინ, როდესაც ბაქოს აქვს ილუზია, ჩამოაცილოს ირანი სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანს და ვარაუდობს, რომ  შეუძლია, ირანის ევროპასთან ვაჭრობა შეაფერხოს და ხელი შეუშალოს ირანის ტრანზიტს, ირანის საინჟინრო-ტექნიკური დელეგაცია გზებისა და ურბანიზაციის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხაირულა ხადემის ხელმძღვანელობით ეწვევა სომხეთს, რათა ჩაერთოს ტატუს გზის დასრულებაში, რომელიც არის კიდევ ერთი მარშრუტი, რომელიც შეცვლის გორის-ყაფანის გზას. ტატუს დაახლოებით 15 კილომეტრიანი გზის დასრულების შედეგად, ირანი სომხეთისკენ გვერდს აუვლის აზერბაიჯანს და ამ გზით დაუკავშირდება რუსეთსა და ევროპას.

https://www.ilna.news/fa/tiny/news-1138977

 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიციტი ირანში

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ირანში ვიზიტის შესახებ დაწერა: ირანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი  დაიწყო. მირზოიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდება.

 https://www.isna.ir/news/1400071208033

 

სომხეთის პრემიერ -მინისტრი: ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს ვიქნებით ჩართული ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ვილნიუსში, სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანისთვის დასმული შეკითხვების  ზოგიერთი პასუხი.

მანე გევორგიანი წერს:

🔹 სომხეთი არასოდეს დაივიწყებს ირანის დახმარებას 1990-იან წლებში. დახმარება, რომელმაც სომხეთი იზოლაციისგან იხსნა.

🔹 დარწმუნებული ვარ, რომ ირანში ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ სომხეთი არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება ჩართული ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ვინაიდან ირანთან ურთიერთობები სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

https://t.me/mojahedane/37534

  

ირანის  სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია

ირანის უშიშროების სამინისტროს ოპერატიულმა ძალებმა გამოავლინეს ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ირანში დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების განხორციელებას გეგმავდა. ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მოხდა ამ დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია და დაჯგუფების სხვა წევრთა დაკავება.

http://fna.ir/47c35

 

ირანის მიღწევები  დირიჟაბლების წარმოებასა და გამოყენებაში

ირანის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა ყუდსის საავიაციო სწარმოს სპეციალისტებმა, წარმატებით გაართვეს თავი რამდენიმე ტიპის აეროსტატისა და დირიჟაბლების  წარმოების განვითარებას, რომელთა შორისაა შორისაა A15, A30, A50 და A400 აეროსტატები, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია  შემდეგ ბმულზე:

https://tn.ai/2579838

 

ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

2021 წლის ნორვეგიაში თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის თავისუფალი ჭიდაობის ეროვნულმა ნაკრებმა ჰასან იაზდანის, ქამრან ყასემფურისა და ამირ ჰოსეინ ზარეს 3 ოქროს, ალირეზა სარლაქის, ამირ მოჰამედ იაზდანისა და მოჰამედ ნოხოდის 3 ვერცხლისა და მოჯთაბა გოლეიჯის  ბრინჯაოს მედლით, 162 ქულა მოიპოვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. პირველ და მეორე ადგილზე გავიდნენ რუსეთის და შეერთებული შტატების ნაკრებები.

https://www.isna.ir/news/1400071309034/

 

ირანელი მსაჯი ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

გელარე ნაზემი, ჰიჯაბიანი ირანელი ქალბატონი და  ფუტსალის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის მატჩების შემდეგ, ფინალური მატჩის თაიმკიპერი იყო.   

https://t.me/farsna/238578

  

ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიალოგის პროცესში კარგი პროგრესია

ერაყის პრეზიდენტის განცხადებით:

🔹 ირანსა და საუდის არაბეთს შორის მიმდინარე დიალოგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება.

🔹 ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე დიალოგის ფონზე მოხდება დიდი გარღვევა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

🔹 რეგიონს სჭირდება ეს გარღვევა, რადგან ირანიც და საუდის არაბეთიც რეგიონის ორი უდიდეს ძალას წარმოადგენს.

http://tn.ai/2582828

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (45)-PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است