23 December 2024
2022/09/15 - 16:09 View: 14141

ირანის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაჰმუდ ადიბმა ოთხშაბათს 14 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ირანის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა ირანის პრეზიდენტის ბატონი ებრაჰიმ რეისის მოკითხვა და ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის სიახლოვიდან გამომდინარე, ხაზი გაუსვა არსებული  ისტორიული, სახალხო და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას, ორმხრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ირანის ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მას.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და მრჩეველი ენერგეტიკისა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებში ლია ჯერვალიძე.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است