23 December 2024
2021/09/03 - 17:39 View: 13043

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (40)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (40)

სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია: "ბარაქათმა" ვაქცინის შემოტანას შეუწყო ხელი

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა სეიედ ჰეიდარ მოჰამადმა საინფორმაციო სააგენტო Fars–თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაქცინა „ბარაქათის“ წარმოება ეფექტური აღმოჩნდა ვაქცინის შემოტანისთვის. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ვაქცინის ზოგიერთი მწარმოებელი შეშფოთებულია, რომ ირანული ვაქცინების წარმოების გაზრდის შემთხვევაში, მათ  ირანის ბაზარზე ადგილი აღარ დარჩებათ. მოჰამადის განცხადებით, იმამის განკარგულებათა აღმასრულებელი შტაბი განაგრძობს „ბარაქათის“ ვაქცინის წარმოებას და დასძინა, რომ თუ „ბარაქათის" ვაქცინა მასობრივ წარმოებას არ მიაღწევდა, უცხო ქვეყნები ადვილად არ მიაწოდებდნენ ირანს ვაქცინას.

http://fna.ir/3mbet

სამედიცინო სმარტფონების წარმოება ირანში

ირანულმა სამეცნიერო კომპანიამ ხარისხიანი სამედიცინო სმარტფონების წარმოება დაიწყო. კომპანიამ სამედიცინო მექანიკური აპარატების გარდა, ციფრული, ჭკვიანი და უკაბელო მოდელებიც გაიტანა ბაზარზე.

https://t.me/farsna/235534

 

კასპიის ზღვაში ირანის გაზის სუპერსაბადოების აღმოჩენის შედეგები იმოქმედებს თუ არა ირანის გაზის ბაზრისა და ევროპის ურთიერთობებზე?

სიახლე, რომელიც მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებისა და თალიბანის შესახებ ახალ ამბებში ჩაიკარგა, კასპიის ზღვაში უზარმაზარი გაზის საბადოების აღმოჩენაა;  საბადოს სახელწოდებით, „ჩალუს“, როგორც აღნიშნავენ,  ევროპის გაზის 20%-ის უზრუნველყოფა შეუძლია. კასპიის ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალი ოსულის განცხადებით, სავარაუდოდ, ჩალუსის საბადოს გაზის რეზერვები უზარმაზარი სამხრეთ ფარსის გაზის საბადოების მეოთხედს შეადგენს და მის 11 ფაზას უტოლდება.

🔹როგორც კასპიის ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, თუ პირველადი შეფასებები დადასტურდება და საძიებო სამუშაო წარმატებით წარიმართება, ირანის ჩრდილოეთით ახალი გაზის კერა შესაძლებელს გახდის, ევროპა საჭირო გაზის 20%-ით უზრუნველყოს.

🔹ეროვნული გაზის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველმა საიდ ფაქსერეშტმა "შარყ"-თან საუბარში განაცხადა: ისმის კითხვა - ისეთი ბაზრის პოლიტიკური ღირებულება, როგორიც ევროპაა, რეგიონალურ ბაზარს თუ უტოლდება? მართალია, ევროპა უფრო სტაბილური ბაზარია და რასაკვირველია, იქ შესვლას ფართო პერსპექტივა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი სერიოზული კონკურენტები, როგორიც რუსეთია ამ სფეროში და ჩვენი ბაზარზე შესვლა  მის მოსაწონი არ იქნება.

http://www.magiran.com/article/4212293

 

ერაყი ირანული საქონლის იმპორტით მეორე ადგილზეა

Middle East News:

ოთხი თვის განმავლობაში 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტით, ერაყი მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც საქონლის ყველაზე დიდი იმპორტი აქვთ ირანიდან. ოთხ თვეში ირანის არანავთობპროდუქტების ექსპორტი, 21 მარტიდან 20 ივლისამდე  69 პროცენტით გაიზარდა.

https://b2n.ir/s82248

 

ირანის  4  ოქროს მედალი ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე

ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ირანის ნაკრებმა 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

ირანის ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო პარაოლიმპიურ თამაშებზე 234 კგ წონით კატეგორიაში პირველი ოქროს მედლის მოპოვება.

ირანელმა სმენადაქვეითებულმა მსროლელმა საჯად პირ აიყარჩმანმა დისკის სროლაში 55 მეტრსა და 57 სანტიმეტრზე რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტმა მოჰამედ რეზა ხაიროლაზადემ, 100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში მეტოქეს სძლია და პარაოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ამირ ხოსრავანმა, სიგრძეზე ხტომაში 7 მეტრი 21 სანტიმეტრით რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა პარაოლიმპიურ თამაშებზე.

https://www.isna.ir/news/1400060403150/

https://t.me/Tasnimnews/203076

ბაღდადის კონფერენცია რეგიონის ქვეყნების ლიდერებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით

ბაღდადში  თანამშრომლობისა და პარტნიორობის კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ რეგიონის ქვეყნების ლიდერები და საფრანგეთის პრეზიდენტი. კონფერენციის მონაწილეებმა  მაღალი შეფასება მისცეს ერაყის აქტიურ როლს რეგიონული და საერთაშორისო დიალოგის განმტკიცებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი, იორდანიის მეფე აბდულა II, ირანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

https://p.dw.com/p/3zcEe

  

საგარეო საქმეთა მინისტრი: რეგიონის ქვეყნების ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გარეშე უსაფრთხოება არ დამყარდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გასულ შაბათს ბაღდადის თანამშრომლობისა და პარტნიორობის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამს რეგიონში მშვიდობის დამყარებას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მინისტრის თქმით, ირანი იმედოვნებს, რომ რეგიონის ქვეყნები მივლენ იმ დასკვნამდე რომ რეგიონში უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული რეგიონის ქვეყნების ურთიერთნდობის, ეროვნული შესაძლებლობების გამოყენების, კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერებისა და უცხო ძალების ჩარევის აღკვეთის გარეშე. ამ საერთო აზრზე შეჯერება  ხელს შეუწყობს რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას და უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნების ყოვლისმომცველ ზრდასა და განვითარებას, მდგრადი უსაფრთხოების ფონზე და ღვთის მიერ ბოძებული რესურსების გამოყენებით.

http://fna.ir/3lwgg

 

ქუვეითის, რუსეთის, სომხეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მილოცვა ირანის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს

ისლამური საბჭოს მეჯლისის მიერ ირანის მთავრობისათვის გამოცხადებული ნდობის შემდეგ, ირანის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს  ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმად ნასერ ალ-მოჰამედ ალ-საბახიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირაჯუდინ მეჰრუდდინმა.

https://t.me/isna94/208853

 

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის მოადგილე: ირანთან ერთობლივი წვრთნები მუდმივად და გეგმის მიხედვით გაიმართება

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის მოადგილემ ვლადიმირ კასატონოვმა ირანში მიმდინარე ზღვის თასის ფარგლებში სააგენტო Tasnim–თან საუბრისას აღნიშნა, რომ წინასწარ დაგეგმილი ყველა სწავლება გაიმართება და ამასთან დაკავშირებით რუსეთი და ირანი კოორდინირებულად მოქმედებენ. მანვე ისაუბრა ირანში მიმდინარე სწავლების შესახებ და აღნიშნა  კონარაქის პორტში მიმდინარე მყინთავთა შეჯიბრის გზავნილია მშვიდობა და ურთიერთდახმარება. ის ატარებს მშვიდობიან ხასიათს და მონაწილე ქვეყნების საზღვაო ძალების გაძლიერებას ემსახურება. 

https://tn.ai/2559202

  

ელექტრონული ომის კუთხით ირანი საუკეთესო მდგომარებაშია

ირანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამირ ჰათამი:

🔹 დღეს ჩვენ გვაქვს ექსპორტი 42-ზე მეტ ქვეყანაში და სხვადასხვა სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან ირანული დრონების ყიდვით.

🔹 ელექტრონული ომის კუთხით, ირანი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეებია საზღვაო ძალების  მიმართულებითაც  წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო კატარღების შეიარაღების თვალსაზრისით.

https://www.isna.ir/news/1400060704776/

 

აშშ-ს წარმომადგენელი: გენერალ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ამერიკის უსაფრთხოება  შემცირებულია   

ირანის საკითხებში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ მალიმ განაცხადა, რომ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობამ გარდა იმისა, რომ შეამცირა ამერიკის უსაფრთხოება, მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დაასუსტა ირანის  წინააღმდეგ.

https://www.isna.ir/news/1400060603881/

 

ირანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:

🔹 ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში.

🔹 უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, სომხეთი ავითარებს დიალოგის პროცესს ირანთან,  ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და სხვადასხვა სფეროში  თანამშრომლობის განვითარების  მიზნით.

http://www.isna.ir/news/1400060503526

 

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთი მარცხით დატოვა

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი:

ამერიკის შეერთებულმა  შტატებმა, რომელმაც მარცხით დატოვა ავღანეთი, 2 ათასი მილიარდი დოლარი დაახარჯა ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს. ამ ძალებმა  კი მხოლოდ 11 დღის განმავლობაში შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა თალიბთა რაზმებისათვის.

https://b2n.ir/m56714

  

ისრაელელი ექსპერტი: ჰეზბოლა ქმნის შემაკავებელ ძალას ხმელთაშუა ზღვის შუაგულში

ისრაელის ერთ-ერთი საინფორმაციო არხის ინფორმაციით, სიონისტური რეჟიმი შიშობს, რომ ლიბანისკენ მიმავალ ირანულ ნავთობმზიდებზე ისრაელის შესაძლო თავდასხმა გამოიწვევს ჰეზბოლასა და ისრაელის საზღვაო ომს.

🔹 საინფორმაციო არხი "News-1" წერს, რომ ჰეზბოლას განცხადება, რომ ის საპასუხო ზომებს მიმართავს ლიბანისკენ მიმავალ ირანულ გემზე ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში, მიზნად ისახავს ისრაელის წინააღმდეგ შემაკავებელი ძალის შექმნას ხმელთაშუა ზღვაში  და ასევე ისრაელის ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის პრევენციას.

🔹 ისრაელელ ექსპერტს იონი ბენ მანაჰიმს აინტერესებს, რამდენად მიზანშეწონილია ისრაელმა ჰეზბოლასთან სამხედრო დაპირისპირებით საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს?

http://fna.ir/3ktw5

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (40) -  PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است