23 December 2024
2022/01/14 - 14:58 View: 17518

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(59)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(59)

კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა ირანში

2022 წლის 11 იანვრის მონაცემების თანახმად, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1932 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 37 ინფიცირებული გარდაიცვალა. დღემდე ირანში კორონავირუსით დაინფიციებულთა რაოდენობამ 6 208 337-ს,  გარდაცვალლებულთა რაოდენობამ კი  131 915-ს მიაღწია. ამასთან, ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი დოზით  60 146 546,  ხოლო ორივე დოზით 52 725 535 ადამიანია ვაქცინირებული. ვაქცინის მესამე ბუსტერ დოზით აცრილია  10 675 339 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში ამ დრომდე გამოყენებულია 123 547 420 ვაქცინა.

www.imna.ir/news/547803/

www.imna.ir/news/547804/

 

ირანი კოვიდვაქცინის 175 მილიონზე მეტი დოზით უზრუნველყოფილია / ირანში  წარმოებული და შემოტანილი ვაქცინების ბოლო მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა პრევენციის დეპარტამენტის უფროსი:

- ვაქცინების ცენტრალურ საცავში,  ამ დროისთვის, კოვიდვაქცინის 175 მილიონზე მეტი დოზაა შეტანილი.

- საბედნიეროდ, ვაქცინების დიდი მარაგი გვაქვს. შიდა წარმოებაც საკმაოდ კარგად ვითარდება და ამიტომ ვაქცინების იმპორტის საჭიროება არ არსებობს.

- ამ დროისთვის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მიღებული აქვს 6 მილიონი სპაიკოგენის, 13,5 მილიონი ბარაქათის და 8 მილიონი პასტოკოვაკის ვაქცინა. მიწოდებისთვის მზადაა ვაქცინა კოვოფარსის 5 მილიონი  და ვაქცინა ფახრას დაახლოებით 2 მილიონი დოზა.

https://www.isna.ir/news/1400101611886/

 

ირანი SPECT სკანერის  მწარმოებელთა ხუთეულშია

ირანული სამეცნიერო კომპანიის მკვლევართა ძალისხმევით, ირანი SPECT სკანერის  მწარმოებელთა ხუთეულში აღმოჩნდა.  გულის, ღვიძლის, ფილტვების და ტვინის ფუნქციის კონტროლი ამ მოწყობილობის ერთ-ერთი შესაძლებლობაა; ის ასევე გამოიყენება სიმსივნური წარმონაქმნის სამგანზომილებიანი გამოსახულების მისაღებად. აღნიშნული  მოწყობილობა მთლიანად დამზადებულია ირანელი სპეციალისტების მიერ.  იგი ამჟამად გამოიყენება ირანის ორ საავადმყოფოში. მსგავსი აპარატურის წარმოების დანერგვა ირანში, ვალუტის გადინების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

https://tn.ai/2639094

  

მსოფლიო ბანკმა ირანს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით 90 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო

ირანის საინვესტიციო და ეკონომიკურ-ტექნიკური დახმარების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აშშ-ს და სიონისტური რეჟიმის ლობისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, მსოფლიო ბანკმა ირანს პანდემიასთან ბძოლის მიმართულებით,  90 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო.  

https://irna.ir/xjH8tQ

 

ირანის დედაქალაქში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის წლისთავთან დაკავშირებით გრაფიკული ბანერები განთავსდა

თეირანის მუნიციპალიტეტის კომუნიკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის წლისთავთან დაკავშირებით გრაფიკული ბანერები იქნა დამონტაჟებული.

https://www.isna.ir/news/1400101812771

 

ნათლობის ცერემონია თაბრიზის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში

თაბრიზის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნათლობის ცერემონია და შობის დღესასწაულის ზეიმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სომხები შობის დღესასწაულს ახალი წლის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ აღნიშნავენ.

https://b2n.ir/m57167

 

ზარყამი: მობილური ტელეკომუნიკაციის კომპანიის ციფრული პლატფორმების განვითარება კარგი და შემოქმედებითი მმართველობის შედეგია

ირანის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა მობილური ტელეკომუნიკაციების კომპანიის  ციფრული პლატფორმების მონიტორინგის ცენტრის დათვალიერებისას, ამ პლატფორმების დიზაინს კარგი და შემოქმედებითი მმართველობის შედეგი უწოდა.  

http://fna.ir/61rnr

 

ევროპარლამენტის წევრი: ყასემ სოლეიმანის მკვლელობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფას

ირლანდიელი პოლიტიკოსის და ევროპარლამენტის წევრის მიკ უოლესის განცხადებით, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა აშშ-ს მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შეურაცხყოფაა.

http://fna.ir/614p6

 

ომანელი ექსპერტი: სპარსეთის ყურის ქვეყნები ვერც მარტო და ვერც ერთობლივად ირანს ვერ  დაუპირისპირდებიან

ომანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა Al-Hurra Network-თან ინტერვიუში განაცხადა:

-  სპარსეთის ყურის ქვეყნები ვერც მარტო და ვერც ერთობლივად ვერ დაუპირისპირდებიან ირანს.

-  სპარსეთის ყურეში, რაც არ უნდა გაიზარდოს სხვა ქვეყნების სამხედრო ფლოტების ყოფნა, ირანთან მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების გარეშე, ამ რეგიონის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

https://t.me/kavoshmedia/1979

 

ბაღდადი მალე  ირან-საუდის არაბეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს უმასპინძლებს

ბაღდადში ირანის ელჩის ირაჯ მასჯედის ინფორმაციით, ერაყი სულ მალე უმასპინძლებს ირანსა და საუდის არაბეთს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს.

https://tn.ai/2639564

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი: ირანი ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა საიდ ხათიბზადეს განცხადებით, „ირანის ისლამური რესპუბლიკა ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს“.

https://t.me/MFAIran/8597

 

ინდოეთის ელჩის შეხვედრა ირანის პორტებისა და ნაოსნობის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან

ინდოეთის საელჩომ ირანში Twitter-ზე გაავრცელა ინფორმაცია ირანის პორტებისა და ნაოსნობის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან ალი აქბარ საფაისთან ინდოეთის ელჩის გადამ დარმანდრას შეხვედრის შესახებ. ამ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და შეთანხმდნენ ჩაბაჰარის პორტის განვითარების საგზაო რუკაზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ინდოეთის ვალდებულებას ჩაბაჰარის პორტის განვითარებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით.

http://mana.ir/fa/news/91840

 

გასული 9 თვის განმავლობაში ასტარის პორტში 111 გემი შევიდა

ასტარის სპეციალური ეკონომიკური ზონის დირექტორის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ასტარის პორტში 111 გემი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 14 პროცენტიან ზრდაზე მეტყველებს. მისივე თქმით, ამავე პერიოდში 324 პროცენტით არის გაზრდილი საკონტეინერო ტვირთების დამუშავება.

http://mana.ir/fa/news/91825

 

ირანის გამოხატავს კეთილგანწყობას ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე კარგი შეთანხმების მისაღწევად

მასკატში გამართულ შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა და ომანის ვიცე-პრემიერმა ფაჰდ ბენ მაჰმუდ ალ საიდმა რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები განიხილეს. ირანის საგარეო უწყების მეთაურის განცხადებით, ირანი გამოხატავს კეთილგანწყობას ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მიმართ, კარგი შედეგის მისაღწევად. 

http://fna.ir/62mxx

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(59) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است