23 December 2024
2022/01/06 - 18:12 View: 17448

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(58)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(58)

კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა ირანში

2022 წლის 3 იანვრის მონაცემებით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 334 ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 22 გარდაიცვალა; ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 131 7026-ს მიაღწია. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, 3 იანვრისთვის ქვეყანაში ერთი დოზით 59 909 150, ხოლო ორი დოზით 52 140 405 ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, 8 373 467 ადამიანი ვაქცინის მესამე, „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ირანში ჩატარებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 120 423 022-ს აღწევს.

www.imna.ir/photo/546303/

www.imna.ir/news/546276/

 

ირანში სპეციალური მიკროფლუიდური ჩიპი (CTC Kit) შექმნეს

ირანის ონკოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 3D პრინტერით შეიქმნა სპეციალური ჩიპი (CTC Kit), რომელიც სისხლში სიმსივნური უჯრედების იზოლირებას ახდენს.

https://t.me/isna94/221692

 

ირანელი მეცნიერები უმაღლესი ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 3000-ზე მეტ ემბრიონს აწარმოებენ

ავიცენას კვლევითი ინსტიტუტის ემბრიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 3000-ზე მეტი ძროხის ემბრიონი იქნა წარმოებული ამ კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრების მიერ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ჯერსისა და ლიმუზინის ჯიშების გამოყვანას უთმობენ.

https://irna.ir/xjH2wj

 

ირანის თავდაცვის სამინისტროს მიერ კოსმოსში გაშვებული თანამგზავრის დეტალები

გენერალმა სეიედ მეჰდი ფარაჰიმ სააგენტო ISNA-სთან ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს მიერ კოსმოსში გაშვებული თანამგზავრის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „თანამგზავრის გადამყვანი რაკეტის Simorgh 6-ის წარმატებული გაშვებით, რომელმაც  თანამგზავრი Phoenix და ორი კუბსატი ორბიტაზე გაიყვანა, ირანმა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კოსმონავტიკაში“.

https://www.isna.ir/news/1400100906682/

  

ბაღდადში გენერალ სოლეიმანისა და აბუ მაჰდის მკვლელობის მეორე წლისთავზე მილიონობით ადამიანი შეიკრიბა

გენერალ სოლეიმანისა და აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესის მკვლელობის ორი წლისთავნთან დაკავშირებით, ერაყის სხვადასხვა რეგიონში მოეწყო ფართომასშტაბიანი დემოსტრაციები სახელწოდებით „მილიონების პასუხი“.

https://www.isna.ir/news/1400101107582

 

ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გენერალ სოლეიმანის სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იხსენებს

აბდოლმაჰდი:

 ბაღდადში მომხდარი ინციდენტის დღეს,  დილის 8:30 საათზე ჰაჯ ყასემი უნდა მწვეოდა სხვადასხვა საკითხებზე სასაუბროდ.

 შუაღამისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობდი, რომელთა შესახებ მასთან შეხვედრაზე უნდა მესაუბრა, როდესაც მოულოდნელად დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა შემატყობინა ბაღდადის აეროპორტში მომხდარი საშინელი აფეთქების შესახებ. ვღელავდი.... ბაღდადის აეროპორტში მიმდინარე  მოვლენებს ვადევნებდი თვალს, როდესაც კადრში უეცრად მისი ხელი და ხელზე ბეჭედი დავინახე. მაშინ მივხვდი, რომ სამიზნე ჰაჯ ყასემი და აბუ მაჰდი გახდნენ.

 ამერიკელები მირეკავდნენ, მაგრამ სიბრაზის და აღშფოთების გამო მათ ზარებს არ ვუპასუხე

http://fna.ir/60phy

 

დასავლელი ექსპერტები ყასემ სოლეიმანის შესახებ

კრისტინ ამანპური CNN-ის მიმომხილველი:

უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს ერაყის უმეტესი ნაწილი დაიპყრო, ყასემ სოლეიმანი იყო ერთადერთი, ვინც თავისი მებრძოლებით დადგა ბაღდადსა და ISIS-ს შორის.

აიმან მოჰიედინი  NBC News-ის კორესპონდენტი:  

ყასემ სოლეიმანი ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც იბრძოდა ISIS-სა და ალ-კაიდას წინააღმდეგ  ჩრდილოეთ ერაყსა და ამ ყვეყნის სხვა რეგიონებში.

ბენ როდესი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის ყოფილი მოადგილე:

სოლეიმანის  ყველა იცნობდა, როგორც ადამიანს, რომელმაც ქვეყნის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. მის დაკრძალვაზე მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. შეერთებულ შტატებში ირანის საკითხებზე მომუშავე სავარძლებში მოკალათებული ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ქუჩაში ამდენი ხალხის გამოსვლა ძალდატანებით მოხდა, მაგრამ ხალხის ასეთი მასშტაბური რეაქცია ნამდვილი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

https://t.me/kavoshmedia/1973

 

 

ევროპარლამენტარი: არავინ ცდილობდა ISIS-ის დამარცხებას ისე, როგორც გენერალი ყასემ სოლეიმანი

ირლანდიელი პოლიტიკოსის და ევროპარლამენტის წევრის მიკ უოლესის განცხადებით, გენერალ ყასემ სოლეიმანის მსგავსად არავინ ცდილობდა ISIS -ის დამარცხებას ერაყში,  მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაგმო შეერთებული შტატების მიერ მისი მკვლელობა.

http://fna.ir/6020n

 

ირანის  პრეზიდენტის მილოცვა ქრისტიანული ქვეყნების ლიდერებს  

ებრაჰიმ რაისიმ ქრისტიანული ქვეყნების ლიდერებისათვის გაგზავნილ საშობაო მილოცვაში განაცხადა:

🔹 იმედი მაქვს, რომ აბრაამისეული რელიგიების მორალურ ღირსებებზე დაყრდნობით, მსოფლიოში  ძნელბედობა აღმოიფხვრება.

🔹იესო ქრისტე არის მჩაგვრელთა მიმართ წინააღმდეგობის გამოხატულება

https://t.me/isna94/221783

 

ვანქის ეკლესია ახალ წელს

ისპაჰანში ვანქის ეკლესიასთან და ჯოლფის უბანში საახალწლო განათებები და დეკორაციები ჩაირთო.  სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  ისპაჰანის მოსახლეობამ, რომელმაც სომეხ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნა ახალი წელი.  

https://tn.ai/2633055

 

ქრისტეს შობა  ყველა რელიგიის დღესასწაულია

ისპაჰანისა და  სამხრეთ ირანის სომეხთა არქიეპისკოპოსმა სიფან კაშჩიანმა ქალაქ ისპაჰანის ხელმძღვანელებისადმი მიმართვაში განაცხადა:

მოხარულნი ვართ ბოლო დღეებში ვანქის ეკლესიაში ისპაჰანელთა სტუმრობით. ისინი არა მხოლოდ  ჩვენი მეზობლები, არამედ ჩვენი ძმები და დები არიან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ქრისტეს შობა ქრისტიანული დღესასწაულია, თუმცა ეს ყველა ჩვენთაგანის დღესასწაულია და ერთად ავღნიშნავთ მას.

https://t.me/isf_city_net/48663

 

მამრი და მდედრი ჯიქი ნეიშაბურის ნაკრძალში

ხორასან რაზავის პროვინციის გარემოს დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნეიშაბურში ჰეიდარის ველური ბუნების ნაკრძალში ფოტოხაფანგმა   ორი ირანული მამრი და მდედრი ჯიქი დააფიქსირა. მისი თქმით, ნაკრძალში ლეოპარდის არსებობა ადრეც დაფიქსირდა, თუმცა ეს არის ჰეიდარის ველური ბუნების ნაკრძალში მათი არსებობის დამადასტურებელი პირველი ფოტო, რომლითაც ირკვევა, რომ ირანული ჯიქის სახეობა გამრავლებას განაგრძობს.  

https://www.isna.ir/news/1400100805742/

  

მთავრობის ამჟამინდელი პროგრამის შედეგები უახლოეს თვეებში გამოჩნდება

ირანის ეკონომიკის მინისტრი:

🔹 ზოგიერთ ორგანიზაციაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება საჭიროებს გარკვეულ დროს  და ეს რეფორმები მოთმინებით განხორციელდება.

🔹 იმედი გვაქვს, მოსახლეობა  უახლოეს თვეებში იხილავს სამთავრობო პროგრამის შედეგებს

http://www.isna.ir/news/1400100906674

 

რუსული მედია:   ირანისთვის Su-35-ის მიყიდვის შესაძლებლობა არსებობს

რუსული სააგენტო Eurasia Daily-ის ინფორმაციით, დღის წესრიგში დგას ირანისთვის მრავალფუნქციური Su-35-ის მიყიდვის საკითხი, რომელიც მანამდე ეგვიპტემ იყიდა. როგორც რუსული სააგენტო იტყობინება, ეგვიპტის მთავრობამ, აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების საფრთხის გამო, უარი თქვა რუსეთთნ გაფორმებული 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში რუსული გამანადგურებლების შეძენაზე.  

https://irna.ir/xjH4YL

 

The National Interest: ირანში გაიზარდა F-14 ბომბდამშენების რაოდენობა

ამერიკული გამოცემის აზრით, ირანელმა ინჟინრებმა წარმატებით გაართვეს თავი  F-14 ბომბდამშენების კაპიტალურ რემონტს, რის შედეგად მათი რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი.

http://fna.ir/60pes

 

ირანს უკვე არაფრის ეშინია

მოსადის დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკურ ბიუროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ზოჰარ პალტიმ,  The New Yorker-ს განუცხადა, რომ ირანს უკვე არაფრის ეშინია და ვერაფერი აიძულებს ამ ქვეყანას, რომ შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა.

https://www.asriran.com/003RGM

https://www.israelnationalnews.com/news/319423

 

ბანდარ აბასში ჩინეთის გენერალური საკონსულო გაიხსნება

ირანის მინისტრთა კაბინეტი დაეთანხმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას,  საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისი მუხლების თანახმად,  ბანდარ აბასში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით, ნაცვალგების პრინციპისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

https://www.isna.ir/news/1400101309686/

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(58) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است