23 November 2024
2021/12/31 - 15:29 View: 17359

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(57)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(57)

კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა ირანში 27 დეკემბრისთვის - 1967 ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი

2021 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 გარდაიცვალა; დღემდე  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 6 186 729, ხოლო გარდაცვალების შემთხვევათასაერთო რაოდენობამ 131 434-ს მიაღწია.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, 27 დეკემბრისთვის ქვეყანაში ერთი დოზით 59 592 770, ხოლო ორი დოზით 51 402 858 ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, 6 344 796 ადამიანი ვაქცინის მესამე, „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ირანში ჩატარებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 117 340 424-ს აღწევს.

www.imna.ir/news/544741/

www.imna.ir/news/544743

 

ირანში  სამხედრო წვრთნები "დიდი წინასწარმეტყველი 17" გაიმართა

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სპარსეთის ყურის სანაპიროებზე ჰორმოზის სრუტეში, ჰორმოზგანის, ბუშეჰრისა და ხუზესტანის პროვინციებში სტარტი აიღო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების და ასევე სახალხო მებრძოლთა ქვედანაყოფების  ხუთდღიანმა სამხედრო წვრთნებმა.  

 წვრთნების კოდური სიტყვაა „ფათემე ალ-ზაჰრა“, ხოლო დევიზი  "უძლეველობა, უსაფრთხოება და აქტიური და ჭკვიანი შეკავება ერთობის, თანაგრძნობისა და ეროვნული ერთიანობის ჩრდილში". წვრთნები მიზნად ისახავს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, უახლესი აღჭურვილობისა და ტაქტიკის გამოყენებით, სავარაუდო საფრთხეებთან და ჰიბრიდულ ომებში საბრძოლველად.

http://fna.ir/5yzf8

 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების ბრწყინვალე მიღწევები / ახალი ტექნოლოგიების  წყალობით, თავდაცვისუნარიანობა გაიზარდა  

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი გენერალი სალამი წვრთნების შესახებ:

🔹 დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ახორციელებდნენ გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების დრონები, ბალისტიკური რაკეტები და კრუზის ტიპის  რაკეტები სხვადასხვა დისტანციებზე და სხვადასხვა პირობებში ზუსტ დარტყმებს ნებისმიერ სამიზნეზე.

🔹 ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, სხვადასხვაგვარი დრონებისა და სხვადასხვაგვარი სიშორის რაკეტების გამოყენება მოწმობს, რომ გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა ბრწყინვალე წარმატებას მიაღწიეს თავიანთი ძლიერების სრულყოფაში.

https://t.me/sepah_pasdaran/95601

 

კრუზის ტიპის რაკეტების გაშვება ირანის საოკეანო ლაინერიდან

სპარსეთის ყურეში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წვრთნების მეოთხე დღეს,  საშუალო სიშორის კრუზის ტიპის საზღვაო რაკეტების გასროლა და დრონების ოპერაცია განხორციელდა. შესაბამისი ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://t.me/sepah_pasdaran/95617

 

გუშაგთა კორპუსის მოიერიშე დრონებს ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლიათ/ კამიკაძე დრონის გაშვების ვიდეო

გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ჯარების მეთაური ფაქფური:  

🔹 ჩვენ განვაახლეთ თავდაცვის დოქტრინა ახალი საფრთხეების გათვალისწინებით და ჩვენმა მოიერიშე და საბრძოლო დრონებმა შესაძლებლად აქციეს ნებისმიერი სამიზნის განადგურება.

პირველ ბმულზე შესაძლებელია კამიკაძე დრონის "შაჰედ-136"  გაშვების ამსახველი მასალის ნახვა. ამ ტიპის დრონებს აქვთ ძლიერი ქობინი და მაღალ დიაპაზონზე მოქმედების უნარი.

 https://t.me/syriankhabar/23785

https://www.isna.ir/news/1400100100315/

 

ამერიკელი გენერალი: აინ ალ-ასადზე თავდასხმისას ირანელები ზუსტ დარტყმებს ახორციელებდნენ

სენტკომის ტერორისტთა მეთაურის  კენეტ მაკკენზის განცხადებით, ირანის სარაკეტო პროგრამა უფრო მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე მისი ბირთვული პროგრამა, ვინაიდან აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმისას ირანული რაკეტები მიზანში ხვდებოდნენ.  

https://www.isna.ir/news/1400100704347/

 

ფრანგი ანალიტიკოსი: ირანი წარმატებით გამოვიდა ვენის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში

ირანის საკითხებზე მომუშავე ფრანგი ანალიტიკოსის ბერნარ ურქადის აზრით, ირანი წარმატებული აღმოჩნდა ვენის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, ვინაიდან მან შეძლო მეორე მხარის დარწმუნება, რომ სანქციების მოხსნა არის პრიორიტეტი, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ბირთვული საკითხის ტექნიკური გადაწყვეტა.

https://www.isna.ir/news/1400093024006

 

ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა მთავრობის მიერ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა ბოლო ათი წლის განმავლობაში   

ენტონი ბლინკენი:

🔹ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა  ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიიღო.

🔹 ძალიან გვსურს, დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა ბირთვული პროგრამა დაბრუნდეს იმ ყუთში სადაც იყო მოთავსებული.

http://www.isna.ir/news/1400100100035

 

ირანის ვაჭრობის მოცულობა ევრაზიასთან  73 პროცენტით გაიზარდა

გასული რვა თვის განმავლობაში ირანის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებთან რაოდენობის თვალსაზრისით 42, ხოლო ღირებულების მიხედვით 73 პროცენტით გაიზარდა.

http://www.isna.ir/news/1400093023921

 

ირანის პრეზიდენტი ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ იალდას ღამე იმამ რეზას საქველმოქმედო ცენტრის ბავშვთა სახლში ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან გაატარა.

https://www.isna.ir/news/1400093024064/

 

ირანის კარატეს ნაკრები 39 მედლით აზიის ჩემპიონი გახდა / ერთი ოქრო და 3 ვერცხლი ასპარეზობის ბოლო დღეს

კარატეში აზიის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ირანის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში  ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. სულ კი ირანის ნაკრებმა 39 სხვადასხვა სინჯის მედლით, აზიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

https://www.isna.ir/news/1400100100683

 

სარე ჯავანმარდი პარაოლიმპიადის საუკეთესო მომენტების ხუთეულში

საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა ირანელი სპორტსმენი სარე ჯავანმარდი 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიადაზე  სროლის საუკეთესო მომენტების ხუთეულში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ შირაზელმა სპორტსმენმა ტოკიოში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა. 

http://fna.ir/5yk5d

  

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა შაჰრ-ე სუხთეში

შაჰრ-ე სუხთეს კომპლექსის არქეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 50 წლიანი კვლევების შემდეგ შაჰრ-ე სუხთეში აღმოჩენილი იქნა ელამიტური პერიოდის   ფირფიტა, რომელიც ორი ტიპის სიმბოლოს მოიცავს. ერთ-ერთი სიმბოლოა ხაზები, რომელიც სავარაუდოდ,  გაგზავნილი საქონლის სახეობას აღნიშნავს, ხოლო მეორე -  მართკუთხედები, რომელიც გაგზავნილი საქონლის რაოდენობაზე მიუთითებს. აღნიშნული სიმბოლოები ამ დრომდე უცნობი იყო.

https://t.me/farsna/244671

 

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ჯგუფში ირანელი მკვლევარიც მოხვდა

ირენე შივაი, არიზონას უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტია, რომელმაც  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შემუშავებაში.

http://www.isna.ir/news/00061850843

 

ირანში ქრისტეანი მსჯავრდებულები 10 დღიანი შვებულებით ისარგებლებენ

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ირანის პენიტენციური სამსახურის  ხელმძღვანელის განკარგულებით, ქრისტეანი მსჯავრდებულები 10-დღიანი შვებულებით ისარგებლებენ.

https://t.me/farsna/244818

 

ირანში წარმოებული იქნა პირველი ირანული გემის ძრავა

ირანის არმიის საზღვაო ძალების მეთაურმა ირანში დამზადებული გემის ძრავების პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  დიზელის ძრავების საწარმო ირანელი სპეციალისტების მიერ არის ამუშავებული. მისივე თქმით ეს ძრავა სულ მალე პირველ ირანულ კრეისერზე იქნება დამონტაჟებული.

ამ ძრავას, რომელსაც Makran 3600 ეწოდა, 3600 ცხენის ძალა აქვს და შეუძლია სამხედრო გემების სიჩქარე 30 კვანძამდე გაზარდოს. ადრე ამ გემების სიჩქარე 15 კვანძი იყო.

http://farsnews.ir/bushehr/news/14000930000256

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და  რეგიონული მოვლენები განიხილეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ირანის მონაწილეობას თანამშრომლობის ე.წ  3+3 ფორმატში და აღნიშნა, რომ  ასეთი თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარია.

https://t.me/MFAIran/8453

 

ირანის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას  ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივები განიხილეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო აშხაბადში ECO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრეზიდენტების შეხვედრას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების მხრიდან გამოხატული პოლიტიკური ნება ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ  გაღრმავებას.

https://t.me/MFAIran/8463

 

თეირანში ირანისა და ერაყის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა თეირანში ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს ფუად ჰუსეინს და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო  ერაყის მთავრობის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყასემ ალ-არაჯი. მხარეებმა ამ შეხვედრაზე  ორმხრივი, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

https://www.mfa.gov.ir/portal/newsview/663168

 

ასტანის ფორმატის მორიგი შეხვედრა თეირანში გაიმართება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის ალი ასყარ ხაჯის განცხადებით,  სირიის გარანტორი ქვეყნების შეთანხმების თანახმად, ასტანის ფორმატის მორიგი შეხვედრა  მომავალი წლის დასაწყისში თეირანში გაიმართება.

http://www.isna.ir/news/1400100100188

ირანი საინფორმაციო ბიულეტენ(57) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است