23 December 2024
2024/07/11 - 17:50 View: 142

სალომე ზურაბიშვილმა ბატონ მასუდ ფეზეშქიანს წერილი გაუგზავნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

იხილეთ წერილის ტექსტი:

მისი აღმატებულება

მასუდ ფეზეშქიანი

ირანის ისლამური რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი

თბილისი, 2024 წლის 10 ივლისი

თქვენო აღმატებულებავ,

ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენი ქვეყნის განვითარებისა და ირანელი ხალხის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და თქვენ და მეგობარ ირანელ ხალხს გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა.

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است