22 November 2024
EN
فارسی
მთავარი
სიახლეები
კონტაქტი
News Agency:განცხადებები
სალომე ზურაბიშვილმა ბატონ მასუდ ფეზეშქიანს წერილი გაუგზავნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
იხილეთ წერილის ტექსტი:
მისი აღმატებულება მასუდ ფეზეშქიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი თბილისი, 2024 წლის 10 ივლისი თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენი ქვეყნის განვითარებისა და ირანელი ხალხის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და თქვენ და მეგობარ ირანელ ხალხს გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი