ირანი გმობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს პოლიტიკურ რეზოლუციას
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ატომური ენერგიის ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში მკაცრად დაგმეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია რომელიც ინიცირებული იყო აშშ-ს და სამი ევროპული ქვეყნის (საფრანგეთი გერმანია და გაერთიანებული სამეფო) მიერ. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია რომ რეზოლუცია წარმოადგენს სააგენტოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და მას არანაირი ტექნიკური ან იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს რეზოლუციის წინააღმდეგ ან თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან და ამასთან, გმობს და კიცხავს იმ ქვეყნების პოლიტიკურ ქმედებებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.
განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ირანის ურყევი ერთგულება გარანტიების ვალდებულებების მიმართ და აღნიშნულია, რომ სააგენტოს არცერთ ანგარიშში ამ დრომდე არ ყოფილა დაფიქსირებული ირანის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და რაიმე გადახრა ამ ქვეყნის ბირთვულ მასალებისა და პროგრამებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ირანი „პოლიტიკურად და მიკერძოებულად“ აფასებს სააგენტოს გენერალური დირექტორის ანგარიშს, მიაჩნია, რომ რეზოლუციის ძირითადი დებულებები აღნიშნულ ანგარიშსაც კი ეწინააღმდეგება.
ირანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ავტორმა ოთხმა ქვეყანამ, ვერ შეძლო ირანის ამჟამინდელ ბირთვულ პროგრამებში რაიმე დარღვევის პოვნა და მიმართა 25 წელზე მეტი ხნის წინ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომელსაც 2015 წლის ნოემბერში სააგენტოს რეზოლუციამ დუსვა წერტილი. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ დროს, როდესაც ეს ქვეყნები დუმილს ამჯობინებენ მასობრივი განადგურების იარაღის უპირობო განვითარებაზე, მათ შორის სიონისტური რეჟიმის ბირთვული იარაღზე და რეჟიმის მუქარებზე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის წევრი ქვეყნების სამშვიდობო ხასიათის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ბირთვული განიარაღების ვალდებულებების შეუსრულებლობა და გერმანიის მიერ ამ გამანადგურებელი იარაღის შენახვა.
ამ „პოლიტიკური რეზოლუციის“ საპასუხოდ, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ მიიღო საჭირო ინსტრუქციები ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, რათა უსაფრთხო ადგილას შეიქმნას ურანის გამდიდრების ახალი ცენტრი და შაჰიდ დოქტორ ალი მოჰამადის (ფორდოუ)ცენტრში არსებული პირველი თაობის IR-1 მანქანა-დანადგარები ჩანაცვლდეს თანამედროვე მეექვსე თაობის დანადგარებით. ასევე იგეგმება სხვა საპასუხო ზომების მიღებაც, რომლებიც მოგვიანებით გამოცხადდება.