5 November 2024
2024/11/05 - 12:21 View: 101

ირანის პრეზიდენტის მილოცვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან და ქართული ოცნების გამარჯვებასთან დაკავშირებით

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისათვის გაგზავნილ მიმართვაში მას მიულოცა არჩევნების წარმატებული ჩატარება და პარტია ქართული ოცნების გამარჯვება. მიმართვაში ნათქვამია:

მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است