ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დავოსის სამიტზე
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ოთხშაბათს 17 იანვარს დავოსის სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა კოლეგასთან შეხვედრით და ოფიციალურ ურთიერთობას და ორი ქვეყნის შორის ხალხთა კავშირებს მაღალი შეფასება მისცა.
ბატონი აბდოლაჰიანის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება ირანის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და კავკასიის უსაფრთხოება ირანისთვის მნიშვნელოვანია და სრულიად შესაძლებელია ორი ქვეყნის ურთიერთობა შეუფერხებლად განვითარდეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონული საკითხების გადასაჭრელად, რეგიონულ ძალებზე დაყრდნობის აუცილებლობას და აღნიშნა: რეგიონის უსაფრთხოება საერთოა და ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, რეგიონის პირობების გააზრებით და საქართველოსთან პარტნიორობით ჩვენ ვცდილობთ ყურადღება გავამახვილოთ საერთო ინტერესებზე.
ბატონმა აბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. მან ასევე დასძინა: ამ საზოგადოებრივი ურთიერთობის კვალდაკვალ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ურთიერთობების გაღრმავებას სავაჭრო სფეროსა და კერძო სექტორში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის ურთიერთობა. ის მიესალმა ურთიერთობათა გამყარებას.
მან კმაყოფილება გამოთქვა ირანელ კოლეგასთან ერთობლივი მსჯელობით და რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრა, მინისტრმა რეგიონში სტაბილურობის დამყარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნია.
მან ასევე აღნიშნა საქართველოში ირანელი ტურისტთა ნაკადის ზრდა და მიესალმა ორი ქვეყნის ხალხთა ურთიერთობების გაძლიერებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი რეგიონში ძლიერი და მტკიცე სახელმწიფოა და ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის სურვილს გააფართოვოს ირანთან ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.
ორმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინტერესთა სფეროებში ერთობლივი კონტაქტებისა და დისკუსიების გაგრძელებაზე.