28 June 2025
2025/06/22 - 18:08

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამერიკის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიათან დაკავშირებით

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს ამერიკის სასტიკ სამხედრო აგრესიას ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ რომელიც განხორციელდა გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა და უპრეცედენტო დარღვევით და ამ დიდი დანაშაულის უკიდურესად სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობას აკისრებს შეერთებული შტატების ომის მოსურნე და კანონდამრღვევ მთავრობას.

გაეროს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო აგრესიამ, რომელიც განხორციელდა სიონისტთა გენოციდური რეჟიმის დანაშაულებრივი თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით, კიდევ ერთხელ აჩვენა ამერიკის პოლიტიკაში გაბატონებული ბოროტებისა და სიბინძურის  პიკი და ამ ქვეყნის მმართველი სისტემის მტრობისა და სიძულვილის მასშტაბი ისლამური ირანის მშვიდობისმოყვარე და დამოუკიდებლობის მოსურნე ხალხის მიმართ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, მთელი ძალით წინ აღუდგეს ამერიკის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის თავდასხმამ, რომელიც განხორციელდა ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეათე დღის დილით, ყველასთვის ცხადი გახადა ამერიკის დანაშაულებრივი თანამონაწილეობა და ჩართულობა სიონისტურ რეჟიმის მიერ ირანზე სამხედრო თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ამერიკის სამხედრო თავდასხმა ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე არა მხოლოდ  წარმოადგენს ძალის გამოუყენებლობის პრინციპისა და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის უხეშ და უპრეცედენტო დარღვევას, არამედ ის არის უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციის დარღვევა  და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმზე სახიფათო დარტყმა, რომელიც განხორციელდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ხაზს უსვამს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, გაეროს გენერალური მდივნის, უშიშროების საბჭოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების პასუხისმგებლობას, ამ დანაშაულებრივი კანონდარღვევის  წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მისაღებად და აღნიშნავს, რომ ამ აშკარა აგრესიის მიმართ დუმილი, მსოფლიოს უპრეცედენტო და ყოვლისმომცველი საფრთხის წინაშე დააყენებს.

ამ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო შეერთებული შტატების მიერ კანონის აშკარა დარღვევის წინაშე აღმოჩნდა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი, მოელის, რომ გაერო და ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის მქონე ყველა წევრი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.  

ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს უშიშროების საბჭოს, მოიწვიოს საგანგებო სხდომა და  დაგმოს რა ამერიკის დანაშაულებრივი აგრესია ირანის წინააღმდეგ,   დააკისროს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანას საერთაშორისო პრინციპებისა და წესების უხეში დარღვევისთვის.

ახლა ყველაზე მეტად ნათელია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მისი  გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობა, რომელმაც, ომის მოსურნე  მხარეების სასარგებლო აშკარა მიკერძოებით, ბოლოდროინდელი კატასტროფის  ნიადაგი და საფუძველი შექმნა. მოვუწოდებთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს, სასწრაფოდ მოიწვიოს საგანგებო სხდომა და  შეასრულოს თავისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამერიკის მიერ ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ სახიფათო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლებიც მოქცეული იყო სააგენტოსა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ის ფაქტი, რომ შუა დიპლომატიურ პროცესში სწორედ ამერიკამ უღალატა დიპლომატიას, მხარი დაუჭირა გენოციდური და კანონდამრღვევი ისრაელის რეჟიმის აგრესიას და ახლა თავად დაიწყო სახიფათო ომი ირანის წინააღმდეგ, რითაც სრულჰყო სიონისტური რეჟიმის კანონდარღვევითი და დანაშაულებრივი ქმედებები.

ახლა ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ქვეყანა, რომელიც თავს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად მიიჩნევს, არავითარ წესს და ეთიკურ ნორმას არ ემორჩილება  და გენოციდური და ოკუპაციური რეჟიმის ინტერესებისათვის, უარს არ ამბობს კანონდარღვევასა თუ დანაშაულზე.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است