20 December 2024
2024/12/04 - 12:12

საგარეო საქმეთა საკითხებში ირანის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება ხაზს უსვამს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას

საგარეო საქმეთა საკითხებში ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ჯავად ზარიფიმ გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ „Foreign Affairs“-ში რომელშიც იგი დეტალურად საუბრობს ირანის როლზე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის.

ზარიფი ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: დიპლომატიური ჩართულობა, ეკონომიკური კავშირები, იგი ყურადღებას ამახვილებს რეგიონში ხანგრძლივ ისტორიულ დაძაბულობაზე და აღნიშნავს, რომ რეგიონში სტაბილურობის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

• რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება: ირანის ისლამური რესპუბლიკის პრიორიტეტია რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დიალოგი და თანამშრომლობა მიზნად ისახავს ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სხვა კონფლიქტების მოგვარებას.

• ეკონომიკური კავშირები: ირანის აქვს გრძელვადიანი ხედვა, სადაც რეგიონის ქვეყნებს შეეძლებათ თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტირება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

• ისტორიული დაძაბულობის შესახებ: იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონი ისტორიულად სავსე იყო და არის ომებითა და ქვეყნების შორის დაძაბულობით, ირანი მიიჩნევს, რომ კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთპატივისცემით შესაძლებელია დაძაბულობის განმუხტვა.

• უცხოური გავლენის წინააღმდეგ: ირანი საშიშროებად მიიჩნევს რეგიონში უცხო ძალის მომძლავრებას, კერძოდ, იგი წინააღმდეგია აშშ-ის და მისი მოკავშირე ძალების რეგიონში ყოფნისა.

• პალესტინის საკითხი: ირანი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინის მსოფლმხედველობას და მიზნებს. 

მოჰამად ზარიფის სტატია ხაზს უსვამს რეგიონში დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნავს თუ რაოდენ საჭიროა ირანის ჩართულობა მშვიდობის დასამყარებლად. ირანი მიზნად ისახავს, დიპლომატიური მიდგომით, თანამშრომლობითა და ეკონომიკური კავშირების გაღვივების გზით, რეგიონში დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და განვითარება.

სტატიის სრულ ვერსიას აქ გაეცანით

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است