4 January 2025
2024/12/30 - 11:18

მონაწილეობა მიიღე თეირანში გამართულ 18-ე საერთაშორისო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გამოფენაზე

ლოდინი დასრულებულია! 2025 წელს თებერვლის 11-14 რიცხვებში თეირანის საერთაშორისო მუდმივი გამოფენის პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება ტურიზმი და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიები. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს მოხერხებულ გარემოს პროფესიული ტურიზმის ენთუზიასტი მოგზაურებისა და ტურისტული ბიზნესის მფლობელებისთვის რათა აღმოაჩინონ და აითვისონ მომავალი ტურიზმის ნიუანსები.

დაამყარე კომუნიკაცია და აღმოაჩინე ახალი პოტენციალი:

• განათავსე შენი შეთავაზებები: გააცანი ტურისტულ სააგენტოებს, ტურ-ოპერატორებს, სასტუმროებს, ავიაკომპანიებსა და პოტენციურ კლიენტებს შენი სერვისები, დანიშნულების ადგილები და პროდუქტები.

• დაეკონტაქტე ინდუსტრიის წამყვან ლიდერებს: დაამყარე ურთიერთობა ტურიზმის ექსპერტებთან, კოლეგებთან და შექმენი ფასეული ურთიერთობა და სტრატეგიული კავშირები.

• დაიჭირე თადარიგი: გაეცანი ტურიზმის ბოლო აღმოჩენებს და ტრენდებს საინფორმაციო სემინარების გამოფენებისა და დისკუსიების მეშვეობით.

• შემატე ღირებულება შენს ბიზნესს: აღმოაჩინე ახალი ბაზარი, განავითარე შენი ბიზნესი ირანის აყვავებული ტურიზმის სექტორში.

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა გამოფენაში, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა?

• სტრატეგიული მდებარეობა:საქართველოს უნიკალური ისტორიული წარსული, კულტურა და ბუნების სილამაზე უაღრესად მიმზიდველია ირანელი მოგზაურებისთვის.

• შესაფერისი აუდიტორია: პირდაპირი კავშირი დაამყარე ირანულ ტურისტულ სააგენტოებთან, ტურ-ოპერატოებთან და პოტენციურ მოგზაურებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ვიზიტით.

• მარკეტინგული უპირატესობა: წინასწარ გაეცანი ირანულ ტურისტულ ბაზარს და შეამზადე შენი ქართული ტურიზმი წარმატებისთვის.

რეგისტრაცია გახსნილია!

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა და მიიღე მონაწილეობა რეგიონის ტურიზმის გამოფენაში, რომლის ჩატარებასაც მოუთმენლად ელოდებიან. წვლილი შეიტანე მომავალი ტურიზმის განვითარებაში და გარანტირებულად დაიკავე საკუთარი ადგილი ინდუსტრიაში. ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს დამატებითი ინფორმაციისა და სარეგისტრაციო დეტალებისთვის: irantourismshow.com/en/

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას 2025 წლის ტურიზმის გამოფენაზე!

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است