20 December 2024
2024/09/25 - 10:56 View: 89

ირანის პრეზიდენტი: მეზობლებთან ერთად შევქმნით ერთიან და მტკიცე რეგიონს

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე განაცხადა: შეხედეთ რეგიონის თანამედროვე ისტორიას ირანს არასდროს წამოუწყია არც ერთი ომი მან მხოლოდ სხვათა აგრესიის წინაშე დაიცვა თავი და აგრესორებს საკუთარი ქცევა სანანებლად გაუხადა.

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის ერთიანობის და მტკიცე რეგიონის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ერთიანი და მტკიცე რეგიონი რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირველ ყოვლისა უნდა შევთანმხდეთ, რომ მეზობლები ვართ და, მდებარეობიდან გამომდინარე, მუდამ მეზობლებად დავრჩებით. უცხო ძალების ყოფნა რეგიონში დროებითია და დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს. ჩვენი და თქვენი წინსვლა და წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული. უსაფრთხოების გარანტად ექსტრარეგიონული ქვეყნების დასახვა არც ერთ ჩვენგანს სარგებელს არ მოუტანს.

მეორე: რეგიონის ახალი წესრიგი უნდა იყოს ყოვლისმომცველი და ყველა მეზობლისთვის სარგებლის მომტანი. წესრიგი, რომელიც არ პასუხობს თითოეული მეზობელი ქვეყნის ინტერესებს, არ შეიძლება მტკიცე იყოს.

მესამე: მეზობელმა და მოძმე ქვეყნებმა თავისი ძვირფასი რესურსები ერთმანეთთან დამღლელი კონკურენციისა და შეიარაღებაში შეჯიბრისთვის არ უნდა დახარჯონ. ჩვენი რეგიონი ისედაც იტანჯება ომით, სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაძაბულობით, წყლის ნაკლებობით, ლტოლვილების კრიზისით, გარემოს განადგურებით და უცხო ძალების ჩარევით.

ირანი — რეგიონის განმათავისუფლებელი ძალების მფარველი: სიონისტური რეჟიმი „ისლამურ სახელწიფოს“ და ტერორისტულ დაჯგუფებებს ეხმარება

მთელმა მსოფლიომ გასული ერთი წლის მანძილზე იხილა სიონისტური რეჟიმის მესვეურთა მიერ ჩადენილი დანაშაულებანი და მათ მიერ 11 თვის მანძილზე ღაზაში 41 ათასი უდანაშაულო მოსახლის განადგურება.

სიონისტები გენოციდს, ბავშვების მოსპობას, ომის დანაშაულს და სახელმწიფო ტერორიზმს „ლეგიტიმურ თავდაცვას“ უწოდებენ! ისინი საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და სკოლებს „ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ“ მიიჩნევენ, ხოლო თავისუფლების მოყვარე მამაც ხალხს, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთში მათ მიერ მოწყობილ გენოციდს აპროტესტებს, „ანტისემიტებად“ ნათლავენ.

ისინი ჩაგრულ ხალხს, რომელიც სამოცდაათწლიანი ოკუპაციის და დამცირების შემდეგ მათ წინააღმდეგ ამბოხდა, „ტერორისტებს“ უწოდებენ. თუმცა, სწორედ ისრაელი უსწორდება ჩვენს მეცნიერებს, დიპლომატებს და სტუმრებს ჩვენსავე ტეროტორიაზე და ასევე, ფარულად თუ აშკარად, მფარველობს „ისლამურ სახელმწიფოს“ და ტერორისტულ დაჯგუფებებს. ამის საპირისპიროდ, ირანი მხარს უჭერს განმათავისუფლებელ და სახალხო მოძრაობებს, რომლებიც ოთხი თაობის მანძილზე ისრაელის რეჟიმის დანაშაულებისა და კოლონიალიზმის მსხვერპლნი არიან.

تصاویر

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است