ირანის პრეზიდენტის დოქტორ რაისის სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე:
შარშან ირანიდან ტრანსლირებული კადრები არასწორი ინფორმაციის გავრცელების შედეგი იყო
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი სამშაბათს, 19 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 78-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ქვემოთმოყვანილი ტექსტი ირანის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის მცირე ნაწილია.
სრული ტექსტის წასაკითხად, გთხოვთ, აქ დააწკაპუნეთ.
დღეს ჩვენ ოჯახისადმი ერთგულების გლობალური მოძრაობა გვესაჭიროება
ქორწინებისა და გენდერის შესახებ ყალბი ნარატივები რეალურად უზენაესი ცნებების, როგორიცაა დედა, მამა, ბუნებრივი ოჯახი, აღმოფხვრის მცდელობაა და ეს მოქმედებები შეიძლება მიჩნეულ იქნას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის მაგალითებად, რომლებსაც კაცობრიობის აღსასრულთან მივყავართ. ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, გავუმკლავდეთ ასეთ მიდგომებს. დღეს ჩვენ გვჭირდება ოჯახისადმი ერთგულების გლობალური მოძრაობა, რათა ოჯახის ყველა წევრმა ერთად იცხოვროს თბილი ცხოვრებით.
ჩვენ მოველით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, რომ ოჯახის კეთილშობილური როლისადმი პატივისცემას საკუთარ დღის წესრიგში ჩართავს.
ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს ყველა ლიდერს და ღვთიური რელიგიების ლიდერებს, შეასრულონ თავიანთი ისტორიული მოვალეობა ოჯახის თავდაპირველი ცნების მხარდასაჭერად და ყალბ ნარატივებთან დაპირისპირებისთვის.
დამოუკიდებელ და ძლიერ მეზობელს რეგიონში შესაძლებლობად მივიჩნევთ
მაშინ, როდესაც ზოგიერთი ძალა მეტი ომებისკენ უბიძგებს მსოფლიოს, ირანის ისლამური რესპუბლიკა „სამეზობლო და ინტეგრაციის“ პოლიტიკას განიხილავს.
სამეზობლო პოლიტიკა რეგიონისთვის სასიკეთო პოლიტიკაა და მის საფუძველზე ფართო ეკონომიკური თანამშრომლობა და ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერება რეგიონული დღის წესრიგის სათავეშია.
ისლამური რესპუბლიკა გულთბილად ჩამოართმევს ხელს ყველა სამეგობროდ გამოწვდილ ხელს. დამოუკიდებელი და ძლიერი მეზობელი რეგიონისთვის კარგი შესაძლებლობაა.
რეგიონალური და საერთაშორისო მექანიზმების წევრობით, ირანმა მეზობელ და თანამოაზრე ქვეყნებთან მომგებიანი ურთიერთობების ახალი ეპოქა დაიწყო და სამართლიანი წესრიგის ჩამოყალიბებისათვის თავისი შესაძლებლობები გაუზიარა; ასევე, სრულყოფილი სახე მისცა სავაჭრო-სატრანზიტო მარშრუტებს, მათ შორის ჩრდილოეთ- სამხრეთის დერეფანს, რომელიც მსოფლიოს ჩრდილოეთს სამხრეთთან აკავშირებს და რეგიონის ყველა ნაციისათვის მდგრად ეკონომიკურ სარგებელს უზრუნველყოფს.
ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა თავისი უნიკალური ბუნებრივი და ტექნიკური შესაძლებლობები გაუზიაროს სხვა ქვეყნებს, სუფთა ენერგიის წარმოებისა და გადაცემის მიმართულებით, რათა შეამციროს და მართოს კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედება.
შიდარეგიონული თანამშრომლობისა და გარე ძალების ჩარევის პრევენციის გზით, ვცდილობთ მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას
უსაფრთხოების მხრივ, სამეზობლო პოლიტიკა მიმართულია მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, შიდარეგიონული თანამშრომლობისა და გარე ძალების ჩარევის პრევენციის გზით.
კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე ნებისმიერი უცხო ძალის ყოფნა ვერ იქნება პრობლემის გადამჭრელი, რამეთუ ის თავად წარმოადგენს პრობლემას.
მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებად მიგვაჩნია და ამ ქვეყნებში ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ირანის დესტაბილიზაციას წარმოადგენს.
სერიოზულობითა და კეთილი ნებით წარმოვადგინეთ სხვადასხვა ინიციატივები რეგიონში. მიუხედავად ამისა, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კავშირი გამყარებას საჭიროებს და ის მხოლოდ მაშინ იქნება მდგრადი, როდესაც შერწყმული იქნება მნიშვნელოვან ეკონომიკურ თანამშრომლობასთან.
გასულ წელს მსოფლიოსათვის ნაჩვენები ირანი იყო რეალური ინფორმაციის ჩახშობისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების პროდუქტი
გასული წელი ირანელი ერის გამარჯვების წელი იყო. დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ და მათმა სადაზვერვო სამსახურებმა გასულ წელს მცდარი გათვლები გააკეთეს და კიდევ ერთხელ არასწორად შეაფასეს ირანელი ხალხის ძალა.
იმამ ხომეინის მეთაურობით ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ირანის მტრებმა „თანმიმდევრული კრიზისებით“ ჩვენს ხალხს თავს მოახვიეს ყველანაირი ომი, სანქციები და მაქსიმალური ზეწოლები. 45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკამ მარცხი განიცადა და ირანელმა ერმა მიაღწია „თანმიმდევრულ გამარჯვებებს“. ახლა ისინი დგანან ისლამური რესპუბლიკის პირისპირ, რომელიც თავის ხალხთან მტკიცე ერთობით, მტრებს უწევს წინააღმდეგობას და ახერხებს წინსვლას.
ირანის შესახებ ათიათასობით ყალბი ინფორმაცია და რეპორტაჟი ვრცელდება და ირანში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები ცენზურას განიცდის.
გასულ წელს ირანელი ხალხი ისტორიაში ყველაზე დიდი მედია თავდასხმის და ფსიქოლოგიური ომის სამიზნე გახდა. ნუთუ შეუძლია ამერიკას, რომელიც დედების ყველაზე დიდი ციხეს წარმოადგენს მსოფლიოში, მართლაც ზრუნავდეს ქალთა უფლებებზე?
ამ პერიოდში მსოფლიოსათვის ნაჩვენები ირანი იყო რეალური ინფორმაციის ჩახშობისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების პროდუქტი.
ოდესმე გსმენიათ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ? ეს ქიმიური იარაღი სადამს ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მისცა.
- გინახავთ ქიმიური იარაღით დაშავებულთა სურათი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ დაახლოებით 35 წელია საავადმყოფოში იმყოფებიან და ტკივილებისგან იტანჯებიან?
- უჩვენებიათ თუ არა მთავარ მედია საშუალებებს პეპლის სინდრომით დაავადებული ბავშვების სურათები,, რომლებიც ამერიკის და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მედიკამენტების ემბარგოს გამო, ტკივილისგან იტანჯებიან?
- გინახავთ თუ არა ისლამური ირანის ხალხის მიერ მოთმინების, წინააღმდეგობის, თავგანწირვისა და მოწამეობის გამოხატვა?
- თუ გსმენიათ სხვადასხვა ქვეყნიდან 22 მილიონი ადამიანის მონაწილეობის შესახებ ერაყში იმამ ჰოსეინის არბაინის სარიტუალო მსვლელობაში?
- ქურთისტანის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარსარდლის გენერალ ყასემ სოლეიმანის ბრძოლის დამსახურებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს მრავალი რეგიონი დაეშის ცეცხლში ამოიწვებოდა. მაგრამ ჰოლივუდმა და მედიასაშუალებებმა აჩვენეს თუ არა მისი ბრძოლა?
- ცენზურაში მოექცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურის ყასემ სულეიმანის დაკრძალვის 25 მილიონიანი ცერემონია და 85 მილიონი ირანელის და ისლამური თემის წარმომადგენლის წუხილი, რისხვა და შურისძიების განცდა.
სიონისტური რეჟიმი რეგიონში დესტაბილიზაციისა და ძალადობის უმთავარესი მიზეზია
ირანი - ტერორიზმის ყველაზე დიდი მსხვერპლი, რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის პიონერია.
რეგიონის ქვეყნები ირანს, საკუთარი უსაფრთხოებისათვის საიმედო პარტნიორად, ხოლო ყოდსის საოკუპაციო რეჟიმს რეგიონში საფრთხეების, დესტაბილიზაციისა და ძალადობის ხელშემწყობ უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ.
ნუთუ არ მოვიდა დრო, რომ დასრულდეს პალესტინის ტერიტორიის 75-წლიანი ოკუპაცია, ამ დაჩაგრული ხალხის შევიწროება, ქალებისა და ბავშვების მკვლელობა და აღიარებული იქნას პალესტინელი ხალხის უფლებები?
სიონისტური რეჟიმის მიერ პალესტინის, ლიბანისა და სირიის ტერიტორიების მუდმივი ოკუპაცია და ჩაგრული პალესტინელი ხალხის განუყოფელი უფლებების უგულვებელყოფა, განსაკუთრებით პალესტინის სახელმწიფოს ფორმირება მისი დედაქალაქით ბეით-ოლმოყადასი, იწვევს აღნიშნული რეჟიმის დანაშაულთა ესკალაციას და აგრესიისა და საფრთხეების არეალის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებზე.
მსოფლიოში აპარტეიდზე დამყარებული ერთადერთი ხელისუფლება შეუძლებელია სამშვიდობო პარტნიორი იყოს
აპარტეიდსა და რასობრივ დისკრიმინაციაზე დამყარებული ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელიც ომის, ოკუპაციის, ტერორიზმისა და ერების უფლებების დარღვევას ეფუძნება და ამ მეთოდებით აგრძელებს ცხოვრებას, სამშვიდობო პარტნიორი ვერ იქნება.
უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე უარი, ევროპის დასუსტებისაკენ მიმართული აშშ-ს გეგმის დადასტურებაა
უკრაინასა და რუსეთს შორის ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ომს, როგორც ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებას. მიგვაჩნია, რომ ომი ევროპაში არ შეესაბამება არცერთი ევროპული მხარის ინტერესებს. უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი გეგმის უარყოფა ამერიკის მიერ, მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ შეერთებულ შტატებს შემუშავებული აქვს ევროპის დასუსტების გრძელვადიანი გეგმა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ომის დასრულებისა და პოლიტიკური პროცესის დასაწყებად და ვაცხადებთ მზადყოფნას ვითამაშოთ კონსტრუქციული როლი ამ მიმართულებით.
ამერიკა მსოფლიოში ერთადერთი ბირთვული დამნაშავეა
ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა ბირთვული შეთანხმებიდან იყო ხელშეკრულებისადმი ერთგულების პრინციპის დარღვევა. ამასთან, აშშ-ს მთავრობა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დებულებების აშკარა დარღვევით, უარს ამბობს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
ამგვარი მიდგომით, ამერიკამ თავისი განცხადებებისაგან განსხვავებით თანამშრომლობა კანონის იგნორირებითა და ძალადობით ჩაანაცვლა. შეერთებულმა შტატებმა ნდობის აღდგენით, უნდა გამოავლინოს კეთილი ნება და და დაამტკიცოს, რომ რეალურად სურს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ევროპელებმა, რომლებიც წლების განმავლობაში არ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, მათ შორის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით და დღეს უკვე ბირთვულ შეთანხმებასა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციას არღვევენ, უნდა მიხვდნენ, დაპირისპირების გზაზე აჩქარებით წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის დოქტრინაში არ არის ბირთვული იარაღის ადგილი, რაც დასტურდება კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დაზვერვის სამსახურების ოფიციალურ ანგარიშებით. გასული ორი ათწლეულის მსგავსად, ირანის ისლამური რესპუბლიკა არასოდეს იტყვის უარს თავისი ხალხის ლეგიტიმურ უფლებაზე ბირთვული ტექნოლოგიების გამოსაყენებლად სამშვიდობო მიზნებისამებრ.
მსოფლიოში ერთადერთი ბირთვული დამნაშავე, არ ასრულებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და უკანონო ცალმხრივი სანქციების დაწესებით, არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, გაეროს წესდებასა და სხვადასხვა ერების უფლებებს.
თუმცა ამ სანქციებს გავლენა არ მოუხდენია ირანელი ხალხის ერთსულოვნებაზე ქვეყნის წინსვლისათვის. დროა ამერიკამ დაასრულოს კრიზისი გადაწყვეტილების მიღებაში და აირჩიოს სწორი გზა.