2 October 2025
2025/09/30 - 11:04

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი თავის კოლეგებთან სადაც მათ მოუწოდებს არ შეუერთდნენ სამი ევროპული ქვეყნის და ამერიკის გადაწყვეტილებას

.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგებს სხვადასხვა ქვეყანაში წერილი გაუგზავნა, რომლითაც მათ მოუწოდებს არ შეუერთდნენ სამი ევროპული ქვეყნის და ამერიკის გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული უშიშროების საბჭოს გაუქმებული რეზოლუციების აღდგენას

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიედ აბას არაყჩიმ თავის კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებში წერილი გაუგზავნა, სადაც ამერიკის და სამი ევროპული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება Snapback-ის მექანიზმის გამოყენებით უშიშროების საბჭოს მიერ გაუქმებული რეზოლუციების აღდგენას, უკანონოდ გამოაცხადა.

ამ წერილში, რომელიც გაეგზავნა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულიად უსაფუძვლო, ყალბი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. არაყჩიმ აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება 2231 რეზოლუციის შინაარსსა და სულისკვეთებას, არამედ ძირს უთხრის უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს და მრავალმხრივი დიპლომატიის სანდოობას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუცია 2231 ერთხმად იქნა მიღებული და მის საფუძველზე გაუქმდა უშიშროების საბჭოს ყველა წინა რეზოლუცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ასევე დადგინდა კონკრეტული და დროში განსაზღვრული ჩარჩო ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის სამუდამოდ დასრულებისთვის 2025 წლის 18 ოქტომბერს.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არც ერთ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ან ხელახლა განმარტოს ამ რეზოლუციის დებულებები.

არაყჩის თქმით, ამერიკამ 2018 წელს ცალმხრივად დატოვა ბირთვული შეთანხმება, ხოლო სამი ევროპული ქვეყანა განუწყვეტლივ არღვევდა ვალდებულებებს. ამდენად, ამ ქვეყნებს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ, რათა დაეყრდნონ რეზოლუცია 2231-, მათი განცხადებები კი, ამ საკითხთან მიმართებით, არათანმიმდევრული და უსაფუძვლოა. ის ასევე შეეხო სამი ევროპული ქვეყნის მიერ Snapback-- პროცესის დაწყებას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რეზოლუცია 2231-ის დებულებებთან შეუსაბამოა. მინისტრმა დასძინა: უშიშროების საბჭოზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტის აშკარა წინააღმდეგობა ზემოხსენებული რეზოლუციის დებულებებთან ასევე ცხადია.

წერილში ნათქვამია, რომ დასრულებული რეზოლუციების აღსადგენად არანაირი სამართლებრივი ქმედება არ განხორციელებულა, ხოლო შესაბამისი ქვეყნების ძალისხმევა სინამდვილეში საერთაშორისო სამართლის ცალმხრივად გადაწერას და გაეროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს.

არაყჩის თქმით, ასეთი ქმედებები ასუსტებს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს და აზიანებს ბირთვული გაუვრცელებლობის მსოფლიო რეჟიმს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ირანს და არც გაეროს რომელიმე წევრ სახელმწიფოს არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ეს უკანონო მოთხოვნები. პირიქით, ასეთი ზომების აღიარება ან განხორციელება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. მან ასევე შეახსენა კოლეგებს, რომ რეზოლუცია 2231-ით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა სამუდამოდ გაუქმდება 2025 წლის 18 ოქტომბერს. არც ირანი და არც მშვიდობისმოყვარე და კანონის უზენაესობის პატივისმცემელი სხვა ქვეყნები, ამ შეზღუდვების გახანგრძლივების ან აღდგენას მცდელობას არ შეიწყნარებენ.

არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ავლენდა დიპლომატიისა და კონსტრუქციული ჩართულობის მზაობას და ხაზგასმით აღნიშნა: ირანი გააგრძელებს თავისი სუვერენული უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების მტკიცედ დაცვას.

დასკვნის სახით, მან მოუწოდა წერილის ადრესატ მთავრობებს, უკანონოდ ჩათვალონ დასრულებული რეზოლუციების აღდგენისკენ მიმართული ნებისმიერი განცხადება, არ აქციონ მსგავსი უკანონო ზომები საკუთარი შიდა პოლიტიკის და კანონების ნაწილად, ხოლო სხვა ქვეყნებს მხარი დაუჭირონ მულტილატერალიზმის და საერთაშორისო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის წახალისებაში

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است