25 May 2026
2026/05/19 - 15:56 View: 55

რევოლუციის უზენაესი ლიდერი: სპარსული ენა ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია

.

რევოლუციის უზენაესი ლიდერი: სპარსული ენა ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია

საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის აიათოლა სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეის ოფიციალური გზავნილი გამოქვეყნდა. მიმართვა ეძღვნება 25 ორდიბეჰეშთს (15 მაისს), რომელიც ირანში სპარსული ენის დაცვისა და დიდი პოეტის ჰაქიმ აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღედ არის გამოცხადებული.

იხილეთ ტექსტი:

მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით

სპარსული ენა, გარდა იმისა, რომ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის საშუალებაა, წარმოადგენს ირანელთა შემეცნების საფუძველს, აზროვრივი კვანძების კავშირსა და იდენტობის საზღვრებს. სპარსული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია გლობალურ ასპარეზზე ისლამური ირანის მდიდარი კულტურისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციისთვის. ხოლო ჩვენი ბრძენი და მოწამეობრივად აღსრულებული ლიდერის რეკომენდაცია სპარსული ენის პოზიციების განმტკიცების შესახებ გზამკვლევია „ირანულ-ისლამური ცივილიზაციის“ ძალმოსილების გზაზე.

ირანელმა ხალხმა მესამე წმინდა თავდაცვის დროსაც, ისევე როგორც წინა ორი თავსმოხვეული ომის პერიოდში, დაამტკიცა, რომ ფირდოუსის მითოლოგიური ამბები მათი რეალური ცხოვრებისა და გმირული ხასიათის ანარეკლია. ხოლო შაჰ-ნამეს ჰუმანურმა, მეომრულმა და ყურანისეულმა კონცეფციებმა ირანის ყველა ხალხი და სოციალური ფენა საკუთარი იდენტობის, თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის დასაცავადა და „ზოჰაკისნაირების“ წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა. მოსახლეობის მსგავსი მობილიზაცია და თავდაცვის ჟინი დიდ პასუხიმგებლობას აკისრებს კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, რათა ფირდოუსის მსგავსად წინ აღუდგნენ გამოწვევებს, შემოქმედება ხალხის ინტერესებს დაუკავშირონ და ერის ეს ისტორიული ბრძოლა ხელოვნების, კალმისა და ენის საშუელბით უკვდავყონ.

მეორე მხრივ, გლობალურ აგრესიასთან მედგარმა წინააღმდეგობამ და საამაყო გამარჯვებამ დემონური ძალებსა და მსოფლიო სატანებზე, საზოგადოება უფრო მეტად მოამზადა ცივილიზაციური დამოუკიდებლობის დასაცავად და ამერიკული ცხოვრების სტილის, კულტურული და ენობრივი ექსპანსიის წინააღმდეგ სამოქმედოდ. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ინოვაციური მიდგომებით, ენობრივი და დისკურსული უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე ზრუნვით ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე დარჩენილ ეტაპებს კიდევ უფრო მყარად გაივლის.

სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეი

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است