18 July 2025
2025/07/14 - 12:09

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში სიხარულით აცხადებს რომ ღონისძიება Explore Iran წარმატებით ჩატარდა ორი ქართული სტუდენტური ჯგუფისთვის!

ჩვენ შთაგონებულები ვართ მონაწილეების ენერგიით სააზრიანი შეკითხვებით და ცნობისმოყვარეობით. გულწრფელად ვუხდით მადლობას ყველა დამსწრეს ვინც შემოგვიერთდა.

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ Explore Iran პროგრამის ახალი სესია გაიმართება მნიშვნელოვნად განახლებულ და შევსებულ ფორმატში!
ამჯერად, არა მხოლოდ მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ 15 წლის და ასაკით უფროსი მოსწავლეებიც შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას. მოუთმენლად ველით ახალ ჯგუფთან შეხვედრას.
Exolore Iran პროგრამის ამ ეტაპზე განვიხილავთ შემდეგ თემებს:
• ირან-საქართველოს ისტორიული ურთიერთობანი
• ისტორიული საკითხების განხილვა. მონაწილეობა კრიტიკულ დისკუსიებში და ისტორიული ნარატივების განმარტება
• ირანის კულტურა და ხელოვნება
• ქალები ირანში
• ირანის სახის კრიტიკული ანალიზი ქართული მედიისა და საზოგადოებრივი აზრის მიხედვით
• მედია წიგნიერების სახელმძღვანელო და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის სწავლება
ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რათა მიიღოთ უფრო ღრმა და ზუსტი ცოდნა ირანის შესახებ. თუ ხართ ცნობისმოყვარე და სწავლის მოყვარული, დარეგისტრირდით დღესვე!

تصاویر

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است