ამ საქმის განხორციელებისთვის საჭიროა სამხედრო კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულება, ტერორისტული ქმედებების აღკვეთა და ეროვნული დიალოგის დაწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სირიის საზოგადოების ყველა ფენა. ეს ყოველივე საჭიროა ისეთი ხელისუფლების შესაქმნელად, სადაც ყველა სირიელს ეყოლება თავისი წარმომადგენელი.
ირანის ისლამური რესპუბლიკა, სირიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის თვალის დევნებისთვის, ისევე როგორც წარსულში, მხარს უჭერს გაეროს 2254 რეზოლუციაზე დაფუძნებულ საერთაშორისო მექანიზმებს და ამ სფეროში გაეროსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას აგრძელებს.
ამ მდგომარეობაში, როდესაც სირია თავისი ისტორიის კრიტიკულ პერიოდში იმყოფება, აუცილებელია გარანტირებული იყოს სირიის და, იქ მყოფი სხვა ქვეყნების ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ასევე რელიგიურად წმინდა ადგილების ხელშეუხებლობა. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გარანტირებული უნდა იყოს დიპლომატიური უწყებების და საკონსულოების უსაფრთხოება.
ორი — ირანელი და სირიელი ხალხის ურთიერთობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს და ეს ურთიერთობანი მუდამ მეგობრული იყო. მოსალოდნელია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება ორი ქვეყნის გონივრული და შორსმჭვრეტელი დამოკიდებულებით, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკა ხაზს უსვამს რა სირიის, როგორც მნიშვნელოვანი და გავლენიანი ქვეყნის პოზიციას დასავლეთ აზიის რეგიონში, არაფერს დაიშურებს, რათა ამ ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებას ხელი შეუწყოს. ამ მიზნით, ირანის ისლამური რესპუბლიკა, განაგრძობს კონსულტაციებს ყველა გავლენიან მხარესთან, განსაკუთრებით რეგიონში.
ცხადია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სირიასა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და, სირიის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სცენაზე ეფექტური აქტორების ქცევისა და მოქმედებების გათვალისწინებით, გამოხატავს შესაბამის პოზიციას.