23 December 2024
EN
فارسی
მთავარი
სიახლეები
კონტაქტი
News Agency:სიახლეები
ირანის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაჰმუდ ადიბმა ოთხშაბათს 14 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ირანის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა ირანის პრეზიდენტის ბატონი ებრაჰიმ რეისის მოკითხვა და ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის სიახლოვიდან გამომდინარე, ხაზი გაუსვა არსებული ისტორიული, სახალხო და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას, ორმხრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ირანის ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მას. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და მრჩეველი ენერგეტიკისა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებში ლია ჯერვალიძე.