ირანის პრეზიდენტი ირანული ვაქცინის პირველი დოზით აიცრა
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი სეიდ ებრაჰიმ რაისი კვირას (2021 წლის 8 აგვისტო), ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკურ ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ირანული ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ვაქცინაციის შემდეგ, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს ხალხის სიცოცხლის დასაცავად გაწეული ძალისხმევისათვის და ქვეყანაში ვაქცინების მწარმოებლებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი ვაქცინების წარმოების დასაჩქარებლად.
http://fna.ir/32tpy
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ბარაქათის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა
მოჰამად ბაყერ ყალიბაფი ბარაქათის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა აღმოსავლეთ თეირანის ჯანმრთელობის ცენტრში ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.
www.irna.ir/news/84429798/
ირანის პრეზიდენტის უფლებამოსილების დამტკიცების ცერემონია გაიმართა
სამშაბათს, 2021 წლის 3 აგვისტოს სეიედ ებრაჰიმ რაისისისთვის უზენაესი სულიერი ლიდერის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე უზენაესი ლიდერის განკარგულება მოჰამად გოლფაიეგანმა წაიკითხა, ხოლო შემდეგ აიათოლა ხამენეიმ განკარგულება სეიედ ებრაჰიმ რაისს გადასცა. პრეზიდენტის უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ უზენაესმა ლიდერმა განაცხადა: უფლებამოსილების მინიჭების ცერემონია, რომელიც დაფუძნებულია კონსტიტუციაზე და რომელსაც ოფიციალურად დიდმა იმამმა დაუდო სათავე ქვეყანაში, ამ ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ განმეორებულა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაცემის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა; ფაქტობრივად კი, ქვეყნის მართვაა რაციონალური და მშვიდი ფორმით; ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ბევრ ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემას ახლავს კონფლიქტი, მადლობა ღმერთს, აქ ეს გადასვლა სხვადასხვა პერიოდში, ხდება მშვიდად და უსაფრთხოდ. დღესაც იგივე ხდება, ღვთის მადლით; ეს არის როგორც რაციონალურობის, მშვიდობის და ქვეყნის, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის საზოგადო ნდობის, ასევე პოლიტიკური მრავალფეროვნების გამოხატულება.
https://t.me/isna94/206018
https://www.asriran.com/003LBf
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები ესწრებოდნენ
ისლამური საბჭოს მეჯლისში ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოს და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები, შემდეგ კი კონსტიტუციის 121-ე მუხლის შეაბამისად, სეიედ ებრაჰიმ რაისმა ფიცი დადო, ინაუგურაციას 73 ქვეყნის 115 ოფიციალური პირი ესწრებოდა; ოფიციალურ პირებს შორის იყო 10 სახელმწიფოს მეთაური, 20 პარლამენტის სპიკერი, 11 საგარეო საქმეთა მინისტრი, 10 საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე სპეციალური დესპანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები.
www.imna.ir/news/512522/
სეიედ ებრაჰიმ რაისი: ძმობისა და მეგობრობის ხელს ვუწვდი რეგიონის ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით მეზობლებს
„ვუწვდი მეგობრობისა და ძმობის ხელს რეგიონის ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით მეზობლებს“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სეიდ ებრაჰიმ რაისმა ინაუგურაციის ცერემონიაზე, ფიცის დადების შემდეგ. მან ხაზი გაუსვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს. ”ირანის ისლამური რესპუბლიკა კრძალავს ბირთვულ იარაღს რევოლუციის უზენაესი ლიდერის ბრძანების საფუძველზე და ამ იარაღს ადგილი არ გააჩნია ირანის თავდაცვის სტრატეგიაში“ აღნიშნა მან. მისივე თქმით, ზეწოლისა და სანქციების პოლიტიკა უარს ვერ ათქმევინებს ირანელ ხალხს კანონიერ უფლებებზე, მათ შორის განვითარების უფლებაზე. ირანი მხარს უჭერს სანქციების მოხსნის ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას.
www.imna.ir/news/512522/
ირანის ახალმა პრეზიდენტმა მთავრობის პირველ სხდომას უხელმძღვანელა
ირანის ახალი პრეზიდენტი, სეიდ იბრაჰიმ რაისი გასულ ოთხშაბათს დაესწრო მთავრობის სხდომას, სადაც განიხილეს ძირითადი მოთხოვნის პროდუქტებითა და მედიკამენტებით ქვეყნის უზრუნველყოფის საკითხი. ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის, მადნეულისა და ვაჭრობის მინისტრებმა წარმოადგინეს უახლესი ანგარიში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
https://t.me/isna94/206189
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ირანმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ირანის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე შვიდი მედალი მოიპოვა და 27-ე ადგილი დაიკავა. ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ საჯად განჯზადე (კარატე), ჯავად ფორუყი (პნევმატური პისტოლეტი) და მოჰამედ რეზა გერაი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ვერცხლის მედლები მოიპოვეს ალი დავუდმა (ძალოსნობა) და ჰასან იაზდანიმ (თავისუფალ ჭიდაობა), ხოლო თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა ამირ ჰოსეინ ზარემ და მოჰამედ ალი სარავიმ ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.
https://www.isna.ir/news/1400051611421/
ირანის ოლიმპიურმა ნაკრებმა მედლების რაოდენობით დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში პირველი და აზიის რეგიონში მეოთხე ადგილი მოიპოვა
ირანის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასეთი შედეგით ირანმა დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო აზიის რეგიონში ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის შემდეგ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
http://fna.ir/32tnc
https://t.me/Tasnimnews/201285
ავტომანქანა ტარა; ირანული იდენტობის გამოვლინება
კომპანია ირან ხოდროს დიზაინის დეპარტამენტის უფროსის აბას მაჰბუბის განცხადებით, ავტომანქანა ტარას დიზაინში ირანულ იდენტობასთან დაკავშირებული ელემენტებია გამოყენებული. როგორც იგი აღნიშნავს, რამდენიმე წლის წინ დაიწყო კვლევითი მუშაობა ირან ხოდროს პროდუქციაში ირანული იდენტობის გამომხატველი ისეთი ელემენტების გამოყენებისათვის, როგორიცაა მეჩეთების გუმბათები, გეოგრაფიული ადგილები და სხვა. ამ მხრივ ავტომანქანა ტარას უკანა მაშუქები, აღებულია ტრადიციული და თანამედროვე ირანული არქიტექტურიდან.
https://www.aparat.com/v/KAxYy/
არაყჩიმ და ენრიკე მორამ თეირანში ვენის მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა, ირანის არჩეული პრეზიდენტის სეიდ იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სეიდ აბას არაყჩის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის ავღანეთის ბოლოდროინდელი მოვლენები და ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები.
https://www.isna.ir/news/1400051309344/
სიონისტები აღიარებენ გენერალ ჰაჯიზადეს შესაძლებლობებსა და შემოქმედებით ნიჭს
სიონისტური რეჟიმის მაღალჩინოსნები აღიარებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ამირ ალი ჰაჯიზადეს შესაძლებლობებს. როგორც ისრაელის უშიშროების ძალების წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, გენერალმა ჰაჯიზადემ ფაქტობრივად დაიკავა რევოლუციური გვარდიის ყუდსის შენაერთის ყოფილი ყასემ სოლეიმანის ადგილი. გენერალი ჰაჯიზადე, ირანის სამხედრო იერარქიის წამყვანი ფიგურა. გამოცემა middleeasteye წერს, რომ გენერალ ჰაჯიზადეს უნარებისა და შესაძლებლობების წყალობით, ირანის საჰაერო ძალები უფრო მეტად იყენებს ადგილობრივი წარმოების უპილოტო თვითმფრინავებს.
http://fna.ir/31yyq
ირანული სიკეთის კედელი შვედეთშიც მოეწყო
შვედეთის ქალაქ ბრიუსში გაჭირვებულთა დახმარების მიზნით სიკეთის კედელი მოეწყო, სიკეთის კედელზე გაკეთებული წარწერის თანახმად, მსგავსი კედელი მსოფლიოში პირველად ირანში მოეწყო 2015 წლის ზამთარში და ის მიზნად ისახავდა უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანების უზრუნველყოფას თბილი ტანსაცმელით.
სიკეთის კედელი წარმოადგენს ერთგვარ საქველმოქმედო აქციას, რომლის მონაწილეებს გაჭირვებულთა დასახმარებლად მიაქვთ ტანისამოსი. შვედეთში მოწყობილი სიკეთის კედლის შესახებ სპარსულენოვანი სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.yjc.news/00UFsW
მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები ირანული ბრენდის მომხმარებლები გახდნენ
სპორტული ტანისამოსის მწარმოებელი ირანული კომპანია მაჯიდი, სავაჭრო სახელწოდებით Merooj, ერთადერთი ირანული ბრენდია, რომელიც უკვე 14 წელია მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად ქმნის საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. ბრენდის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა მეროჯიდან, რაც ლორის ენაზე ნიშნავს ჭიანჭველას. ირანული კომპანია ყოველთვიურად აწარმოებს 10 ათასზე მეტ ჩანთას, ფეხსაცმელს, ზურგჩანთას, და სპორტულ ტანსაცმელს, რომლებიც იყიდება როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზრებში. ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე 35 ქვეყნის სპორტსმენმა სწორედ ირანული კოპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით იასპარეზა.
https://www.iribnews.ir/00DN6C
ირანსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი მანძილი მცირდება
სომხეთი უახლოეს მომავალში გეგმავს ირანისკენ მიმავალი ჩრდილოეთ-საავტომობილო სამხრეთის მაგისტრალის სამხრეთ ნაწილის მშენებლობას. როგორც პროექტის ერთ-ერთმა მენეჯერმა კარენ ბაღდასარიანმა განაცხადა, ამ მაგისტრალის მშენებლობით, ირან-სომხეთს შორის მანძილი რამდენიმე საათით შემცირდება. მისივე თქმით, აღნიშნულ მაგისტრალზე დაგეგმილია 5.8 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.
https://www.iribnews.ir/00DMDT
ირანის საგარეო ვალი შემცირდა
ირანის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა სტატისტიკური ანგარიში მიმდინარე თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ივნისის ბოლოს ქვეყნის საგარეო ვალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია და ის 8 მილიარდ და 744 მილიონ დოლარს შეადგენს.
https://www.isna.ir/news/1400051208277/
ირანის ისლამურ რესპუბლიკას სურს ერაყის კიდევ უფრო მეტი ძლიერება
ირანის პრეზიდენტმა სეიდ იბრაჰიმ რაისიმ ერაყის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა მომავალ წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონის ამაღლების აუცილებლობას. მისი თქმით, უზენაესი ლიდერის განცხადებიდან გამომდინარე ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სურს ერაყის კიდევ უფრო მეტი ძლიერება. მანვე გამოთქვა იმედი, რომ მომავალი არჩევნები იქნება შესაძლებლობა ხალხის ნების აღსასრულებლად, ერაყელი ხალხის ღირსებისა და ავტორიტეტისათვის.
https://www.isna.ir/news/1400051410020/
რაისი: სამეზობლო პოლიტიკის წარმატება დამოკიდებულია ირანსა და თურქეთს შორის მრავალმხრივი კავშირების განვითარებასა და გაღრმავებაზე
ირანის პრეზიდენტმა სეიდ იბრაჰიმ რაისიმ თურქეთის პარლამენტის სპიკერთან მუსტაფა შენტოპთან შეხვედრისას ისაუბრა ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და განაცხადა: სამეზობლო პოლიტიკის წარმატება საჭიროებს ირანსა და თურქეთს შორის მრავალმხრივი კავშირების განვითარებასა და გაღრმავებას.
https://www.isna.ir/news/1400051410114/
ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (37)- PDF