17 April 2026
EN
فارسی
მთავარი
სიახლეები
კონტაქტი
News Agency:განცხადებები
პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი: სკოლებისა და უნივერსიტეტების აღება ირანის პროგრესის შეფერხებას ისახავს მიზნად
.
პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი: სკოლებისა და უნივერსიტეტების აღება ირანის პროგრესის შეფერხებას ისახავს მიზნად საინფორმაციო სააგენტო „თასნიმის“ ინფორმაციით, მასუდ ფეზეშქიანი განათლების სამინისტროში ვიზიტისას, მინისტრს და მოადგილეებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა 40 დღიანი ომის პერიოდში საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებელი მუშაობისთვის ხალხის სამსახურში. როგორც ფეზეშქიანმა შეხვედრაზე განაცხადა, განათლება ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია და საგანმანათლებლო სფეროსადმი სათანადო ყურადღების გარეშე ქვეყანაში ნებისმიერი პროცესი არამყარი იქნება. მან ასევე დასძინა, რომ ირანელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ ყოველგვარი მტრობის ძირითადი მიზეზი ირანის ისლამური რესპუბლიკის პროგრესია სხვდასხვა სფეროში. მისი თქმით მტრების მთავარი პრობლემა ცოდნასა და მეცნიერებაშია, რადგან მათ არ სურთ ირანი განვითარებულ სახელმწიფოდ იქცეს. სწორედ ამიტომ ესხმიან თავს მეცნიერებას, სკოლებსა და უნივერსიტეტებს. პრეზიდენტმა ასევე განმარტა მასწავლებლებისა და განათლების მესვეურების როლი განათლების სფეროში რადგან სწორედ მათ მიერ მიწოდებული მიმართულებითა თუ იდეებით უნდა ააყვავონ სტუდენტებმა ქვეყანა. ამიტომ, ირანელი ხალხი გააგრძელებს პროგრესისა და განვითარების გზაზე სვლას ცოდნისა და შესაძლებლობების ინსტრუმენტებზე დაყრდნობით. მასუდ ფეზეშქიანმა ასევე დასძინა, რომ ერთსულოვნებით, ყველა ხელმძღვანელის კრეატიულობით, ნიჭიერი ძალებისთვის ასპარეზის დათმობითა და მათთვის საკმარისი უფლებამოსილების გადაბარებით, ქვეყანა უფრო სწრაფად და ინტენსიურად განვითარდება.