News Agency:განცხადებები
ირანის ჩინეთის და რუსეთის საერთო წერილი გაგზავნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის და ამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდო
.
ირანის, ჩინეთის და რუსეთის საერთო წერილი, გაგზავნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის და ამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისადმი, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2231-ის ვადის გასვლასთან დაკავშირებით მის აღმატებულებას, ბატონ ანტონიო გუტერეშს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას, ბატონ ვასილი ნებენზიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს გვსურს მივუთითოთ 2025 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებულ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საერთო წერილზე, რომელიც გაეგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს (S/2025/546) და გენერალურ ასამბლეას (A/79/1004). ამ წერილში განმარტებულია ჩვენი ქვეყნების საერთო პოზიცია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის უკანასკნელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი შეხედვით, 2015 წელს მიღებული რეზოლუცია 2231-ის ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სამი ევროპული ქვეყნის მცდელობა, ე.წ. სანქციების ავტომატურად დაბრუნების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, იურიდიული და პროცედურული თვალსაზრისით, ფუნდამენტურად არასწორია. სამ ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც თავად შეაჩერეს ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმით (JCPOA) და 2231 რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება და ასევე უარი განაცხადეს დავების მოგვარების მექანიზმის სრულად გამოყენებაზე, არ გააჩნიათ ამ რეზოლუციის დებულებების გამოსაყენებლად საჭირო უფლებამოსილება. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეზოლუციის 2231-ის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ რეზოლუციის ყველა დებულება იწურება 2025 წლის 18 ოქტომბერს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რეზოლუციის 2231-ე პუნქტის სრული და დროული შესრულება უშიშროების საბჭოს მიერ ირანის ბირთვული საკითხის განხილვის დასრულებას ნიშნავს და ხელს უწყობს საბჭოს ავტორიტეტისა და მრავალმხრივი დიპლომატიის სანდოობის განმტკიცებას. ხაზს ვუსვამთ დაინტერესებულ მხარეთა მიერ ისეთი პოლიტიკური გამოსავლის მონახვის აუცილებლობას, რომელიც  დიპლომატიური ჩართულობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგის გზით, მხარეთა შეშფოთებებს გააქარწყლებს. ასევე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მხარეებმა ცალმხრივი სანქციების დაწესების, ძალის გამოყენების მუქარის ან ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა, სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს, თავი უნდა შეიკავონ. ყველა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს დიპლომატიური ძალისხმევისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროსა და პირობების შესაქმნელად. გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, რათა ეს წერილი გამოქვეყნდეს, როგორც უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი.   კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას   ამირ საიდ ირავანი —  ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   დიმიტრი პოლიანსკი —  რუსეთის ფედერაციის ელჩი და დროებითი რწმუნებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   ფუ კონგი — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
© 2019 - economy@mfa.ir