News Agency:განცხადებები
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე   წლევანდელი დევიზი „ოთხმოცი წელი, და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ფაქტობრივად წარმოადგენს მოწოდებას სოლიდარობისა და ნათელი მომავლისკენ მიმართული საერთო ხედვისთვის. ჩვენი რელიგიური რწმენა და ყველა მოციქულის მოწოდება ასევე ეფუძნება უკლებლივ ყველა ადამიანის უფლებრივ თანასწორობას. ის, რაც ადამიანს ხდის უფრო ღირსეულს, არის ღვთისმოსაობა, ანუ სიმართლე, ცოდნა, სიწმინდე და სხვებზე უანგარო ზრუნვა. ყველა ღვთიური რელიგიის და კაცობრიობის სინდისის საფუძველს ეს ოქროს წესი წარმოადგენს: „ნუ მოიწონებ სხვის მიმართ ისეთ საქციელს, რომელიც შენს მიმართ არ მოგეწონებოდა“. იესო ქრისტემ ბრძანა: ისე მოექეცით სხვებს, როგორც თქვენ გინდათ, რომ გექცეოდნენ. მოციქულმა მუჰამადმა ბრძანა: თქვენგან ჭეშმარიტი მორწმუნე მხოლოდ ისაა, რომელსაც სხვებისთვისაც ის სურს, რაც საკუთარი თავისთვის, ბრძენმა ჰილელმა თორას მოკლე შინაარსი ასე გადმოსცა: მას, რაც საკუთარი თავისთვის არ მოგწონს, ნურც სხვათათვის ჩათვლი მოსაწონად. აღმოსავლურ ტრადიციებშიც სწორედ ეს პრინციპი წარმოადგენს ცენტრალურ მოძღვრებათა საფუძველს. სეკულარული ეთიკური სკოლებიც სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ  სინდისზე დაფუძნებული რაციონალურობის წყალობით. ჩვენ, ირანის მიწა-წყლის წელში ამაყად გამართული შვილები, მტკიცედ ვმდგარვართ უსამართლობების წინაშე, ღირსებით გავმკლავებივართ დისკრიმინაციულ ქმედებებს, ორმაგ სტანდარტებს და მომავალშიც გავუმკლავდებით. სიონისტური რეჟიმი და მისი მხარდამჭერები პოლიტიკური გზით ურთიერთობათა ნორმალიზებას არც ესწარფვიან. ისინი შიშველი ძალით ცდილობენ ფონს გასვლას და ამას „ძალით მოპოვებულ მშვიდობას“ უწოდებენ, მაგრამ ეს სინამდვილეში არც მშვიდობაა და არც ძალა, არამედ წარმოადგენს იძულებასა და ძალმომრეობაზე დაფუძნებულ აგრესიას. თორმეტდღიანი თავდაცვისას მამაცმა და პატრიოტმა ირანელმა ხალხმა, გამოაშკარავა ქედმაღალი აგრესორების ბოდვითი გათვლები. ირანის მტრებმა, მათდა უნებურად, განამტკიცეს ირანელი ხალხის წმინდა, ეროვნული ერთიანობა.   ირანელმა ხალხმა, მიუხედავად უმძიმესი და ყველაზე ხანგრძლივი ეკონომიკური სანქციებისა, ფსიქოლოგიური და მედიით გაჩაღებული ომის და განხეთქილების შემოტანის უწყვეტი მცდელობებისა, მათ მიწაზე პირველი ტყვიის გავარდნისთანავე, ერთხმად დაუჭირა მხარი თავის მამაც შეიარაღებულ ძალებს, და დღესაც პატივს მიაგებს მოწამეთა სისხლს. დამნაშავეები, რომლებიც ბავშვების მკვლელობით დიდგულობენ, არ იმსახურებენ ადამიანის სახელს. ცხადია, ისინი ვერ იქნებიან სანდო პარტნიორები. ირანი, რომელიც ეყრდნობა უანგარო მეგობრობის უძველეს ტრადიციას, წარმოადგენს ყველა მშვიდობისმყოფელი ქვეყნის მტკიცე პარტნიორს, რომელიც არა წარმავალ გამორჩენაზე, არამედ ღირსებაზე, რწმენასა და საერთო მომავალზეა ორიენტირებული. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ირანს არასდროს უცდია ბირთვული ბომბის დამზადება და ამას არც მომავალში გააკეთებს. სიონისტური რეჟიმის და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდასხმა ირანის ქალაქებსა, საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურაზე, ისიც მაშინ, როცა დიპლომატიური მოლაპარაკების გზაზე ნაბიჯს ვდგამდით, დიპლომატიის არნახული ღალატია. ეს ქმედება ასუსტებს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.   ირანი მუდამ მტკიცედ იდგა ისტორიული ქარიშხლების წინაშე. ირანელებმა მსოფლიოში ჩვენი ძალა არა ბირთვული იარაღის დამზადებით და გამოყენებით, ღაზაში გენოციდის მოწყობით და იქაური ბავშვებისთვის ხელოვნური შიმშილის გამოწვევით, არამედ უანგარო მეგობრობის ტრადიციით და თანაგრძნობის უნარით გავავრცელეთ.                
© 2019 - economy@mfa.ir