News Agency:განცხადებები
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე მარნეულის ახალგაზრდობა გაეცნო ირანის კულტურასა და დიპლომატიას
2025 წლის 23 აპრილს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ კულტურული და საგანმანათლებლო და დახვედრა მოუწყო მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს.
ღონისძიება მოიცავდა ირანის მდიდარ ისტორიას, მრავალფეროვან კულტურას და თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ირანელი აზერბაიჯანელებისა და ირანელი ქართველების როლზე ირანის სოციალ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მონაწილეებმა მიმოიხილეს ისეთი თემები როგორებიცაა ირანის ისტორიის საკვანძო საკითხები, დაწყებული აქემენიანთა იმპერიით და დამთავრებული თანამედროვე ირანით. მათ ისაუბრეს ირანის პროგრესზე მეცნიერებაში, განათლებასა და ლიტერატურაში. სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველო-ირანის ისტორიულ და კულტურულ კავშირებისა და ამ ორი ქვეყნის მემკვიდრეობის შესახებ. დამსწრე ირანელმა დიპლომატებმა აუდიტორიას გაუზიარეს ირან-საქართველოს ურთიერთობის განსაცვიფრებელი ფაქტები და ისაუბრეს ირანელი აზერბაიჯანელების წვლილის შესახებ. ღონისძიება დაგვირგვინდა ირანის ელჩის, მეგობრული საუბრით, ელჩმა ხაზი გაუსვა კულტურათა შორის დიალოგს და ხალხის და განსაკუთრებით, ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებას. ეს ინიციატივა საელჩოს მიერაა წამოწყებული, რათა მთელს საქართველოს მასშტაბით მოეწყოს საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებისა და უნივერსიტეტის ახალგაზრდობასთან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ირან-საქართველოს ახალგაზრდა თაობათა დაახლოებას.
© 2019 - economy@mfa.ir