22 November 2024
EN
فارسی
მთავარი
სიახლეები
კონტაქტი
News Agency:განცხადებები
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპასუხო განცხადება სიონისტური რეჟიმის ელჩის უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, უარყოფს და გმობს სიონისტური რეჟიმის ელჩის უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვან განცხადებას და მიაჩნია, რომ ირანის როლთან დაკავშირებული განცხადებები ემსახურება სხვადასხვა პოლიტიკურ მიზნებს, მათ შორის ამ რეჟიმის მძიმე მარცხისათვის გამართლების მოძებნას და მისი აზიანებული იმიჯის აღდგენას.
თავდაცვის ლეგიტიმური უფლება არის თანდაყოლილი უფლება, რომელიც მკაფიოდ არის აღიარებული გაეროს ქარტიაში და საერთაშორისო სამართალში.პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო გადაწყვეტილებები და ქმედებები ეფუძნება თვითგამორკვევის ძირითად პრინციპს და არის სრულიად ლეგიტიმური პასუხი, ისრაელის რეჟიმის სამოცდაათწლიან მჩაგვრელ ოკუპაციასა და უამრავ დანაშაულზე. ირანი სოლიდარობას უცხადებს პალესტინელებს, რომლებიც ესწრაფვიან საკუთარ უფლებათა აღდგენას, თუმცა, არ ერევა პალესტინელთა ქმედებებში. პალესტინელები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორი პასუხი გასცენ ოკუპაციასა და სიონისტთა დანაშაულებს. არის მოლოდინი, რომ საქართველო, რომელიც ყოველთვის გმობს ოკუპაციას, გვერდში დაუდგება პალესტინელ ხალხს და მის ძალისხმევას, დაასრულოს თავისი მიწის ოკუპაცია და მიაღწიოს თავისუფლებასა და სამართლიანობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიონისტური რეჟიმის დასწრება ნებისმიერ ქვეყანასა და რეგიონში ვერ შექმნის იქ უსაფრთხოებას და სარგებელს არ მოუტანს ამ ქვეყნებისა და რეგიონების მთავრობებსა და ერებს.