News Agency:განცხადებები
რაისი ნიუ-იორკში: ირანი მზად არის შუამავლობისათვის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად
ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აიათოლა რაისიმ 18 სექტემბერს ნიუ-იორკში, ამერიკული მედიის ხელმძღვანელთა კითხვებს უპასუხა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ირანის პოზიციის შესახებ MBC News-ისა და Washington Post-ის კითხვის პასუხად მან განაცხადა: ირანი ეწინააღმდეგება უკრაინის ომს. რაც შეეხება ირანსა და რუსეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობას, ის ჯერ კიდევ უკრინის ომის დაწყებამდე არსებობდა.
უკრაინის ომში არ გამოიყენება ირანული დრონები აიათოლა რაისიმ, უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით რუსეთში ირანული უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ განაცხადა: ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. ამ საკითხზე ომანში გაიმართა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ უკრაინა წარმოადგენდა მტკიცებულებებს, თუმცა მათი მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ირანის მიერ რუსეთისათვის დრონების გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები.  კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თუ მოგეპოვებათ ასეთი მტკიცებულებები გთხოვთ წარმოადგინოთ, რათა მოხდეს მისი შესწავლა. აიათოლა რაისიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა უკრაინის ომამდე არსებობდა და განაცხადა: ჩვენ მზად ვართ შუამავლობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად. ირანის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის სხვადასხვაგვარი იარაღის მიწოდების ნაცვლად, ომის დასრულებაზე უნდა იზრუნოს.  რატომ ცდილობს ამერიკა სარგებლის მიღებას ომის გაგრძელებით და უკრაინისათვის იარაღის მიყიდვით? უკრაინის ომით შეწუხებულმა ყველა ძალამ კოლექტიური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ ომის დასასრულებლად. ამერიკამ და ევროპამ არ შეასრულეს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებისა და ასევე თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის შესახებ Reuters-ის კითხვის პასუხად, ირანის პრეზიდენტმა  განაცხადა: შეერთებულ შტატებს, ევროპას და ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული შეთანხმების მიხედვით, გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ დაკისრებული. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. შეერთებულმა შტატებმა დაარღვია შეთანხმება, ხოლო ევროპამ უგულველყო აღნიშნული ვალდებულებები. აიათოლა რაისიმ აღნიშნა: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მრავალჯერ დაადასტურა, რომ  ირანის ბირთვული ინდუსტრიაში არ შეინიშნება რაიმე გადახრები და ის სამშვიდობო ხასიათს ატარებს.  ამიტომ შეერთებულმა შტატებმა პასუხი უნდა გასცეს იმაზე, თუ რატომ ახორციელებს ზეწოლას და რატომ აწესებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ.   ირანის დემოკრატიული ინიციატივა პალესტინის კრიზისის მოსაგვარებლად ირანის პრეზიდენტმა, არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით ირანის პოზიციის შესახებ გამოცემა Politico-ს კითხვის პასუხად განაცხადა: სიონისტურ რეჟიმთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ შექმნის უსაფრთხოებას. აიათოლა რაისიმ დასძინა: მკვლელობების, ნგრევის და პალესტინელ ხალხზე 70 წლიანი ძალადობის დასრულება შესაძლებელია დემოკრატიული ფორმით, რომელიც არაერთხელ იქნა ინიცირებული ირანის ლიდერის მიერ. საზოგადოებისათვის მისაღები და სასურველი ხელისუფლების არჩევა უნდა მოხდეს პალესტინელი ხალხის მიერ.
© 2019 - economy@mfa.ir