News Agency:განცხადებები
პრეს-რელიზი: გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC) ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრეს-რელიზი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC) ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით 2022 წლის 15 დეკემბერი
ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს აშშ-ს არაკონსენსუსური რეზოლუციის დამტკიცებას გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სხდომაზე და მას მიიჩნევს სამართლებრივად დაუსაბუთებელ  პოლიტიკურ ქმედებად, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას და  ქმნის არასამართლიან პრეცედენტს ამ ორგანიზაციაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა 2011 წლიდან არის ქალთა სტატუსის კომისიის წევრი, გასულ წელს კი ხმათა მაქსიმალური  რაოდენობით, მესამეჯერ გაწევრიანდა მასში. ირანისთვის აღნიშნული კომისიის წევრობის ჩამორთმევის მიზნით მიღებული აშშ-ს რეზოლუცია, წარმოადგენს  ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ამ ქვეყნის ქალთა საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების ფეხქვეშ გათელვას და დაბრკოლებას უქმნის ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო უფლებების ამაღლებას. სასაცილოა, რომ შეერთებული შტატები, რომელსაც ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევაში, განსაკუთრებით კი ფერადკანიანი ქალების მიმართ, არის სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული და ირანის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებზე აგებული მიკერძოებული რეზოლუციის ავტორი. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისლამური რევოლუციის გამარჯვებიდან ორმოცი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ქალთა წინსვლის სფეროში და ბუნებრივია, რომ ირანელი ქალები ისლამურ და ირანულ ღირებულებებზე დაყრდნობით გააგრძელებენ წინსვლის გზას.   მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჩამოართვა ქალთა სტატუსის კომისიის წევრობა, რათა ხელი შეუშალოს ირანს ისარგებლოს კანონიერი უფლებებით და გამოთქვას საკუთარი შეხედულებები ქალთა საკითხებში, ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, გამოიყენებს ყველა შესაძლებლობასა და პლატფორმას საკუთარი პრინციპული შეხედულებების გამოსახატავად საერთაშორისო ორგანიზაციებში.  
© 2019 - economy@mfa.ir