ირანში ამოქმედდა ციფრული კოვიდბარათების სისტემა
ირანის მოქალაქეებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, ციფრული კოვიდბარათების სისტემა ამოქმედდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინირებულმა ირანის მოქალაქეებმა, საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ vcr.salamat.gov.ir საიტზე და რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი დღის შემდეგ, ისინი შეტყობინების სახით მიიღებენ QR კოდის შემცველი კოვიდბარათის მისამართს.
www.imna.ir/news/518977/
ირანში დაიწყო "კოვოფარს" ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ეტაპი
ირანის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის პრესმდივნის ქიანოშ ჯაჰანფურის ინფორმაციით, სამედიცინო კვლევების ეთიკის ეროვნული კომიტეტის ნებართვის შემდეგ დაიწყო რაზის კვლევითი ცენტრის მიერ შექმნილი ვაქცინის "კოვოფარს" კლინიკური კვლევის მე–3 ფაზა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო ფარმაცევტული კომპანია სინოგენის მიერ წარმოებული ვაქცინის "სპაიკოგენის" კლინიკური კვლევის მესამე ეტაპი. ნავარაუდევია, რომ მალე დაიწყება ორი ახალი ირანული ვაქცინის წარმოება და გამოყენება.
https://www.isna.ir/news/1400061108377/
ირანელი მეცნიერის მცდელობა კოვიდის სამკურნალო ალგორითმის გამოგონებისათვის
გერმანელი მკვლევარების ჯგუფმა, ირანელი მეცნიერის მოჰამედ ლოთფოლაჰის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს ალგორითმი სახელწოდებით scArches, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების შესწავლას და ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიც არის Covid-19.
ScArches ალგორითმის მთავარი უპირატესობას მდგომარეობს იმაში, რომ სამედიცინო და კვლევით ცენტრებთან მონაცემების გაზიარების ნაცვლად, ის იყენებს სწავლის გადაცემის მეთოდს, რომ ახალი მონაცემების ბაზამ ერთუჯრედიანი გენომი არსებულ რესურსებს შეადაროს. ეს კი იძლევა პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და ახალი მონაცემების მარტივად გაგების შესაძლებლობას.
https://www.isna.ir/news/1400060906406/
მოწყობილობა, რომელიც ატმოსფეროდან იღებს წყალს
ირანელი მეცნიერის მოჰამედ ჰემაის ინფორმაციით, ირანულმა კომპანიებმა შეძლეს ისეთი გენერატორების დამზადება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ატმოსფეროდან წყლის მიღება. როგორც მან აღნიშნა, ოთხ ირანულ კომპანიასთან ერთად შესაძლებელი გახდა 10 ათას ლიტრამდე წყლის მიღება ატმოსფეროდან. ამ დროისათვის დამზადებულია ატმოსფერული წყლის გენერატორი, რომელსაც შეუძლია 10 ათასი ლიტრი წყლის მიღება. ეს გენერატორი გაშვებულია თეირანში, სადაც ტენიანობა საკმაოდ დაბალია. ატმოსფერული წყლის გენერაციის სისტემები ირანის სხვა რაიონებშიც იქნება გამოყენებული. ირანში დამზადებული გენერატორის შესახებ ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.farsnews.ir/media/14000606000727
Rhinotex-ის ტექნოლოგიური გამოფენა მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება
აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მხარის ტექნოლოგიური ზონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეცხრე საერთაშორისო გამოფენა Renotex 2021 მიმდინარე წლის 17-დან 21 ნოემბრამდე გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობის მიზნით, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და კომპანიებს 15 სექტემბრიდან შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა გამოფენის ოფიციალურ საიტზე. www.rinotex.ir
https://nasrnews.ir/detail/50285
ირანის პარაოლიმპიელთა ნაკრებმა ტოკიოში გამოსვლა 12 ოქროს, 11 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ირანის ნაკრებმა 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური მე-13 ადგილი დაიკავა, რაც ირანის პარალიმპიური თამაშების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ფრენბურთის ეროვნული ნაკრების წევრები, სარა ჯავანმარდი (სროლა), ზაჰრა ნემათი (მშვილდოსნობა), რუჰოლა როსტამი (ძალოსნობა), ვაჰიდ ნური და მოჰამედ რეზა ხეიროლაზადე (ძიუდო), ამირ ხოსროვანი, მეჰდი ოლადი, ჰაშემიე მოთაყიანი, ჰამედ ამირი და საიდ აფრუზ (მძლეოსნობა) და ასყარ აზიზი (ტაეკვონდო).
https://www.isna.ir/news/1400061410172/
6 წლის ზანჯანელ ნიჭიერ ბავშვს 25 მოსწავლე ჰყავს
რონიკა რაჯაბი ზანჯანში მცხოვრები 6 წლის ბავშვია, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას და მშობლიური ენის გარდა ასევე საუბრობს ესპანურად. მას ჰყავს 25 მოსწავლე და პანდემიიდან გამომდინარე დამოუკიდებლად სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას. რონიკას საცხოვრებელი სახლის სარდაფში მოწყობილი აქვს სასწავლო ოთახი, სადაც თავის 25 მოსწავლეს უტარებს გაკვეთილებს.
http://fna.ir/3mc4x
Mersad 16 სარაკეტო სისტემის წარმატებული გამოცდა ირანის ცენტრალურ უდაბნოში
ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაარსების წლისთავთან დაკავშირებით ირანის ცენტრალურ უდაბნოში შედგა Mersad 16 სარაკეტო სისტემის გამოცდა. არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის გენერალ ამირ ხოშყალბის განცხადებით, Mersad 16 სარაკეტო სისტემა შექმნილია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ირანელი სპეციალისტების მიერ, რომლის გამოყენება შესაძლებელია ელექტრონულ ომებში მტრის რამდენიმე სამიზნის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ამ სარაკეტო სისტემას შეუძლია მტრის სამიზნეების ამოცნობა და მიზანში ამოღება ნებისმიერ სიმაღლეზე.
http://fna.ir/3mjbt
ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი პროექტის პრეზენტაცია
არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის მონაწილეობით გაიმართა საჰაერო თავდაცვის ძალების ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია. პირველი პროექტი, სახელწოდებით „ალბორზი“ წარმოადგენს ფაზირებული საანტენო მესერის სამგანზომილებიან რადარს, რომელსაც შეუძლია დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე სამიზნეების აღმოჩენა. ამ სისტემის მაქსიმალური სარადარო მანძილია 450 კმ და მას შეუძლია დაბალ სიმაღლეზე სამიზნეების იდენტიფიცირება. სისტემას ერთდროულად შეუძლია 300 სამიზნეზე თვალყურის დევნება. მეორე პროექტი კი არის ბორჰანის სისტემა, რომელიც წარმოადგენს ნაკლები სიშორისა და დაბალი სიმაღლის შეიარაღების საკომანდო ცენტრს. აღნიშნული ცენტრი სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღების და გაანალიზების შემდეგ, მას აგზავნის უფრო მაღალი დონის საკომანდო ცენტრში შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
http://fna.ir/3mqy0
ბრიგადის გენერალი ამირ საღაფიფარი: შეგვიძლია 900 ათასი დოლარის ღირებულების კრუზის ტიპის რაკეტა 10 დოლარის ღირებულების იარაღით ჩამოვაგდოთ
ხათამ ალ-ანბიას ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მეთაურის მოადგილე:
ირანმა თავისი ათწლიანი ძალისხმევის შემდეგ მოიპოვა მიმართული ენერგიის იარაღი მიაღწია ისეთ დონეს, რომელზეც არიან ამ ტექნოლოგიის მფლობელი სახელმწიფოები. მიმართული ენერგია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი საჰაერო სივრცე მავნე საფრენი აპარატებისგან. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია 900 ათასი დოლარის ღირებულების კრუზის ტიპის რაკეტა 10 დოლარის იარაღით ჩამოვაგდოთ.
https://www.isna.ir/news/1400060906979/
ჩინელი ექსპერტი: ირანი წყალქვეშა ნავებს ფლობს, რომელთაც „მგლების ხროვის ტაქტიკის“ განვითარება შეუძლიათ
ჩინეთის სატელევიზიო არხის CCTV-ის ექსპერტმა ირანის წყალქვეშა ნავების შესახებ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ასიმეტრიული უპირატესობის მისაღწევად, ირანმა მცირე და უმცირესი ზომის წყალქვეშა ნავების გამოყენებით, ძირითადი აქცენტი ე.წ. მგლების ხროვის ტაქტიკის შემუშავებაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ირანში ბევრი მცირე მოდელის წყალქვეშა ნავია და მათი რაოდენობის მიხედვით, ირანი მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა და ინდოეთზე მაღალ პოზიციას იკავებს.
https://www.aparat.com/v/vwPOJ/
სტრატეგიული პორტის ისტორია, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო გათვლები /ირანის მომავალი ჩაბაჰარზე გადის
ჩაბაჰარის სტრატეგიული პორტი მაქრანის სტრატეგიულ სანაპიროზე, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის სისტემების სრულყოფით, სპარსეთის ყურიდან ტვირთების გატანისა და ირანის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის ცენტრი გახდება. მაქრანში მდებარე ჯასკის ნავთობის პორტი ასევე, მზადაა სპარსეთის ყურის გარეთ ირანის ნავთობის ექსპორტისთვის. მსოფლიოსა და რეგიონის მზერა მაქრანის სანაპიროსა და მის მთავარ ღერძზე, ჩაბაჰარზეა და სისტემატურად საუბარია ამ სტრატეგიული პორტის მნიშვნელობაზე; საერთაშორისო გათვლები აჩვენებს, რომ ჩაბაჰარის დერეფნის ამოქმედება სატვირთო გადაზიდვები სუეცის არხის ტრადიციულ არხთან შედარებით უფრო გაიაფდება და ტვირთი 14 დღით ადრე მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე; მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო აშკარა გახდა, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილში კონტეინერმზიდი გემის Ever Given მიერ სუეცის არხის ჩაიკეტა.
ჩაბაჰარმა დაარღვია საერთაშორისო გათვლები ისე, რომ ტრამპმა ვერ შეძლო მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, და ახლა ავღანეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე თალიბანმა ჩაბაჰარის საჭიროების შესახებ განაცხადა, რაც უკვე მიანიშნებს, რომ ჩაბაჰარი არც ჩაიშლება და არც სანქციები დაუწესედება.
https://tn.ai/2566644
აშშ-ს პრეზიდენტი: ვერ დავუშვებდი ავღანეთში გაგრძელებულიყო ყოველდღიურად 300 მილიონი დოლარის გახარჯვა
ბაიდენი ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ:
- ჩვენ დავასრულეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საჰაერო ევაკუაცია.
- ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მისი მიდგომები შეიცვალა, რაც ჩვენი სტრატეგიის შეცვლას მოითხოვს.
- უკვე 20 წელია ავღანეთში ყოველდღიურად 300 მილიონ დოლარს ვხარჯავთ, მე კი არ შემიძლია გავაგრძელო ასე ხარჯვა.
- საშუალოდ, აშშ-ში ყოველდღიურად 18 ვეტერანი იკლავს თავს.
https://www.isna.ir/news/1400061007068
https://www.inquirer.com/politics/nation/biden-speech-afghanistan-war-fact-check-20210901.html
ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (41) - PDF